ამ გვერდის ამობედვა

მსოფლიოში COVID-19-ით 10 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიო COVID-19-ის პანდემიამ მოიცვა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსს ინფექციის გავრცელებიდან დღემდე, 7 თვის განმავლობაში 501 419 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 10 087 553-ს აღწევს. დაავადებისგან განიკურნა ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარი ნაწილი, კერძოდ 5 466 242 პირი.

 

კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს. აშშ-ში ინფექცია 2 596 770 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 128 152 დაავადებას ემსხვერპლა.

 

ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ბრაზილია. აქ შემთხვევების რაოდენობა 1 315 941-ს აღწევს, ინფექციის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 57 103 ადამიანი ემსხვერპლა.

 

რუსეთში კორონავირუსით 627 646 პირია ინფიცირებული. ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 8 969-ს შეადგენს.

 

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა შემთხვევებმა ინდოეთში. დაავადებულია 529 577 ადამიანი, ხოლო 16 103 პაციენტი დაიღუპა.

 

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მე-5 ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს. ინფექციამ 310 250 ადამიანი მოიცვა, ხოლო 43 514 იმსხვერპლა.

წაკითხვა 358 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 28 2020

სიახლეები