ამ გვერდის ამობედვა

Rolling Stones-მა ტრამპს საკუთარი სიმღერების გამოყენება აუკრძალა

ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა Rolling Stones-მა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, აღარ გამოიყენოს მისი კომპოზიციები საარჩევნო კამპანიის დროს გამართულ შეხვედრებში.

საავტორო უფლებების ორგანიზაციამ (Broadcast Music, Inc., BMI) ჯგუფის მოთხოვნით დონალდ ტრამპის კამპანიის წევრებს აცნობა, რომ ნებართვის გარეშე სიმღერების გამოყენება სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევაა. 

 

გამოცემა Metro აღნიშნავს, რომ ბენდის მუსიკოსებმა ადრეც მიმართეს ტრამპს, მათი მუსიკის გამოყენებისგან თავის შეკავების მოთხოვნით, თუმცა, ამერიკის პრეზიდენტმა განაგრძო კომპოზიციების გამოყენება მუსიკოსების ნებართვის გარეშე.

 

ტრამპს კომპოზიციების უკანონო გამოყენებაში სხვა მუსიკოსებიც ადანაშაულებენ, მათ შორის, ელტონ ჯონი, ადელი, რიანა, Panic! At the Disco და სხვ.

წაკითხვა 359 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 28 2020

სიახლეები