ამ გვერდის ამობედვა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Anadolu ავრცელებს.

 

თურქეთის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მუღლას პროვინციაში, მარმარისიში, 61.4 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობს.

 

ამ დროისთვის, დაშავებულთა ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წაკითხვა 343 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 28 2020

სიახლეები