ამ გვერდის ამობედვა

აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 968-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 16 968-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 206 ადამიანი.

 

გამოჯანმრთელდა 9 369 პაციენტი. ხოლო 7 393 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

 

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 475 525 ტესტი ჩატარდა.

წაკითხვა 482 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 29 2020

სიახლეები