ამ გვერდის ამობედვა

"ვფიქრობ სტამბოლზე, აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ"- რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე „ძალიან დამწუხრებულია“ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა, რომელსაც მანამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა.

 

„მე ვფიქრობ სტამბოლზე, ვფიქრობ აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ“, - განაცხადა პაპმა კვირის ტრადიციული ქადაგებისას ვატიკანში.

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

წაკითხვა 485 ჯერ