"დაივიწყეთ ვლადიმერ პუტინი, გეშინოდეთ ამერიკისა!" - უცხოური პრესა

ბრიტანულ გაზეთის „გარდიან“-ში («The Guardian») 26 ივლისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დაივიწყეთ ვლადიმერ პუტინი გეშინოდეთ ამერიკისა“, რომლის ავტორი, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი საიმონ ტისდოლი  თვლის, რომ დიდი ბრიტანეთის ყველაზე საშიშ მტერს რუსეთი კი არა, ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს.

იგი ამხელს აშშ-ის მტავრობის ეგოიზმს, რომელიც მუდმივად „ფეხზე იკიდებს“ ინგლისელებს, 1945 წლიდან დაწყებული. „დღეს კი საერთაშორისო სცენაზე გამოვიდა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ძალადობრივი მეთოდებით მოქმედებს. ანუ ისეთი მეგობარი გვყავს, რასაც მტერს არ ვუსურვებთ“, - აღნიშნავს ავტორი.

 

„მაიკ პომპეო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (Central Intelligence Agency, CIA) დირექტორი იყო და იგი ამით მუდმივად ამაყობს. იგი უკან არ იხევს არანაირ ძალისმიერ გადაწყვეტილებებზე, ვთქვათ, ირანის მიმართ. ტეხასისუნივერსიტეტში გამოსვლისას, გასულ წელს, მაიკ პომპეომ განაცხადა: „მე CIA-ს დირექტორი ვიყავი. ჩვენ ხშირად სიცრუეს ვამბობდით, საზოგადოებას ვატყუებდით, რაღაც-რაღაცეებს ვიპარავდიც კიდეც. ეს ჩვენთვის სასწავლო კურსი იყო“. დღეს კი, როცა ბრიტანეთის პარლამენტში წარმოდგენილ მოხსენებას იხილავენ რუსეთის ჩარევების თაობაზე, ინგლისის ყველაზე საუკეთესო მეგობრის - აშშ-ის საქმიანობაც უფრო ღრმა შესწავლას საჭიროებს.

 

ამერიკელები მსოფლიოს ორ სახეს აჩვენებენ: ერთი კეთილია, გახსნილი და მარალზნეობრივი, მეორე - ეგოისტური გათვლების, სადაც საბოლოო ჯამში მთავარ როლს უხეში ძალა ასრულებს. სწორედ ასეთ ძალას განასახირებს მაიკ პომპეო“, - ხაზს უსვამს ავტორი.

 

სტატიაში ჩამოთვლილია ის მოვლენები, რომლებშიც მაიკ პომპეო ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს: საერთაშორისო სისიხლის სამართლის სასამართლოს რეპუტაციისთვის ძირის გამოთხრა, მოწოდება „თავისუფლებისმოყვარე და დემოკრატიულ სახელმწიფოებს“ - წინ აღუდგნენ და ებრძოლონ ჩინეთის ტირანიას, მისი მცდელობა ხელი შეუშალოს დიდი ბრიტანეთის კონტაქტებს ირანთან, მცდელობა კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულების გაუქმების მიზნით, მცდელობა გაეროსა და ნატოს წინააღმდეგ, თავის არიდება სირიაში ბრძოლაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ... ვაშინგტონი ასევე ცდილობს დიდი ბრიტანეთის მონაწილეობას კუბისა და ვენესუელის რეჟიმების დამხობაშიც.

 

მოკლედ, როგორც ავტორი ასკვნის, ბრიტანელებისათვის, რომლებსაც თავისუფლება თვითონ აქვთ ძვირად მოპოვებული და მათთვის ეს ზემოდან არავის უჩუქებია, მაიკ პომპეო საშიში ადამიანია. იგი ბევრად ჭკვიანია დონალდ ტრამპზე. „ვის ჭირდება რუსეთი, როცა ასეთი მეგობრები გყავს“.

 

წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/2020/jul/26/forget-putin-its-meddling-by-americas-evangelical-enforcer-that-should-scare-us

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

წაკითხვა 802 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.