ამ გვერდის ამობედვა

ირანი უკრაინული Boeing-ის ჩამოგდებისთვის კომპენსაციას გადაიხდის

თეირანი, 2020 წლის დასაწყისში უკრაინული Boeing-ის ჩამოგდების გამო, კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.

განცხადება ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავიმ გააკეთა. 

 

მუსავის თქმით ირანი პასუხისმგებელია მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორ და რა მექანიზმებით მოხდება საკითხის რეალიზაცია, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

 

შეგახსენებთ რომ, ირანმა მიმდინარე წლის იანვრის თვეში, თეირანის ტერიტორიაზე, შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული ბოინგი 737-800, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის, უკრაინის, კანადის დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის მოქალაქეები იყვნენ. 

წაკითხვა 386 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020

სიახლეები