ამ გვერდის ამობედვა

გერმანია აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ უსაფრთხოებაზე ზრუნავს

გერმანიიდან აშშ-ის მიერ ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს ბუნდესტაგში განიხილავენ.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა. კრამპ-კარენბაუერის თქმით "კარგი ცხოვრება გერმანიასა და ევროპაში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაცულია უსაფრთხოება".

 

გერმანიის პარლამენტი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ერთ-ერთ პირველ საკითხად ბუნდესვერის მიერ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს. განხილვაში ქვეყნის რეგიონული ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.

წაკითხვა 377 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020

სიახლეები