ამ გვერდის ამობედვა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით 95 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 95 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 14 058-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

 

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 462-ით გაიზარდა და 845 443-ს მიაღწია.

 

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

 

რუსეთში კორონავირუსისგან 646 524 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 8 114 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

წაკითხვა 351 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 01 2020

სიახლეები