ამ გვერდის ამობედვა

კორონავირუსის პანდემია კიდევ დიდხანს გასტანს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია, საგანგებო კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

 

კომიტეტმა, რომელიც 18 წევრისა და 12 მრჩევლისგან შედგება, ერთხმად აღიარა, რომ  COVID-19-ის საფრთხე კვლავ ძალიან მაღალია.

 

საგანგებო კომიტეტი პანდემიის გამოცხადებიდან მეოთხედ შეიკრიბა.

 

სხდომაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის რეაგირებაზე გამახვილდა ყურადღება.

წაკითხვა 361 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 02 2020