აშშ-ში კორონავირუსის გამოსავლენი მოწყობილობა შექმნეს

ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს კომპაქტური მოწყობილობა, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია ადამიანში COVID-19-ის არსებობის დაუყოვნებლივ გამოვლენა.

ეს მინიატურული მოწყობილობა, სხვადასხვა ნივთიერების მოლეკულასთან ურთიერთქმედებისას, იძლევა სხვადასხვა ფერის სინათლის სიგნალს. ხოლო ამ მონაცემების საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტს შეუძლია ადამიანის სისხლში კორონავირუსის გამოვლენა.

 

მეცნიერებმა ასევე შეძლეს  მოწყობილობის კალიბრირება იმგვარად, რომ მას შეუძლია ვირუსული ინფექციის ანტისხეულებისაგან (რომელიც ადამიანის სისხლში დაავადების გადატანის შემდეგ არის) გარჩევა. მოწყობილობის ზედაპირი დაფარულია სპეციალური რეაგენტებით, რომლებიც რეგირებენ კორონავირუსზე. მისი აღმოჩენის შემდეგ, ხელსაწყო ცვლის ინდიკატორის ფერს. ტესტის დასამუშავებლად ძალიან ცოტა დროა საჭირო.

 

ავტორების აზრით, ამ მოწყობილობის საშუალებით ჯანდაცვის სპეციალისტებს ტესტირების ჩატარება შეეძლებათ საველე პირობებში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს. მოწყობილობის საშუალებით ტესტირების ჩატარება მოხდება სწრაფად და აღარ იქნება საჭირო დროის დაკარგვა ნიმუშების გადასაგზავნად ლაბორატორიაში. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება კარანტინში მოსათვასებელი ადამიანების გამოვლენა და მათი კონტაქტების მიდევნება.

 

მკვლევარები და ავტორები იმედოვნებენ, რომ მოწყობილობის წარმოებაში ჩაშვება მალე მოხდება.

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 467 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 03 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.