ამ გვერდის ამობედვა

პარიზი ისევ COVID-19-ის წითელ ზონად გამოცხადდა

საფრანგეთის რამდენიმე რაიონში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი ხელახლა დაფიქსირდა.

ხელისუფების დადგენილებით, პარიზი და ბუშ-დიუ-რონის რაიონი მარსელის გარშემო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, წითელ ზონად არის გამოცხადებული.

 

დადგენილება ადგილობრივ ხელისუფლებას უფლებას აძლევს შეზღუდოს მოქალაქეებისა და ტრანსპორტის, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო, გადაადგილება. ვირუსის მაღალი რისკის ზონაში დაკეტოს დაწესებულებები და აკრძალოს საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრა. საფრანგეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ბოლო ორი კვირის მანძილზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებას მოჰყვა. 

წაკითხვა 431 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 14 2020