ამ გვერდის ამობედვა

ბალტიის ქვეყნები ლუკაშენკოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრებმა ბელორუსის ხელისუფლებას ახალი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს.ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”პრემიერ-მინისტრი ბელორუსის რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები, უზრუნველყოს პროცედურების გამჭვირვალობა და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა,” - ნათქვამია ერთობლივი განცხადებაში.

 

ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა განცხადებაში ასევე მოუწოდეს ბელორუსის ხელისუფლებას შეწყვიტონ ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და გაათავისუფლონ აქციის დაკავებული მონაწილეები.

 

ამასთან, ბელარუსში აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები.  

წაკითხვა 475 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 15 2020

სიახლეები