ამ გვერდის ამობედვა

"ქვეყანას არავის დავუთმობთ და სიტუაციას შევინარჩუნებთ" - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალაუფლებას არავის გადასცემს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეინარჩუნებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი მზად უნდა იყოს დროულად უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევებს. 

"თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რაც ქვეყანაში ხდება. ისინი ცდილობენ ნელ-ნელა  შეარყიონ, ჩვენი საზოგადოება. ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე, უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქედან არაფერი გამოვა. ჩვენ ქვეყანას არავის დავუთმობთ და სიტუაციას შევინარჩუნებთ... ჩვენ გვაქვს ნორმალური მთავრობა, რომელიც შექმნილია კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ არ გვჭირდება უცხოური მთავრობებისა და შუამავალების დახმარება. ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობის შეურაცხყოფის გარეშე, მსურს ვთქვა: ვითარება თქვენს ქვეყანაში დაალაგეთ,- განაცხადა პრეზიდენტმა. 

წაკითხვა 335 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 15 2020

სიახლეები