იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 574 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 23 მაისის შემდეგ ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

COVID-19-ის ინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 253 438-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა საერთო რიცხვი 35 392-მდე გაიზარდა.

 

გამოჯანმრთელებულია 203 640 პაციენტი. 764 პირი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. 

წაკითხვა 504 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 15 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.