ამ გვერდის ამობედვა

მედია მინსკში დაღუპული დემონსტრანტის გარდაცვალების კადრებს ავრცელებს

სააგენტო Associated Press ბელარუსის დედაქალაქში დაღუპული, ანტისამთავრობო აქციის მონაწილის გარდაცვალების კადრებს აქვეყნებს.

ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცრაზმთან დაპირისპირების დროს, მომიტინგემ დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის სამართალდამცველებისაკენ სროლა სცადა, რა დროსაც ის აფეთქდა და მომიტინგე გარდაიცვალა.

 

თუმცა, აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს გარდაცვლილის ოჯახი. დაღუპულის მეუღლის განცხადებით, გარდაცვალების მოწმობაში ნათქვამია, რომ მისი გარდაცვალების მთავარი მიზეზი გულმკერდის ღია ჭრილობაა.

 

ვიდეოკადრებში, რომელიც მედიაში ვრცელდება ნათლად ჩანს წითელი ნათება, რომელიც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას წარმოადგენს.

წაკითხვა 375 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 16 2020