ამ გვერდის ამობედვა

კალიფორნიაში პლანეტაზე რეკორდული სიცხე დაფიქსირდა

კალიფორნიის ეროვნულ პარკში "სიკვდილის დაბლობი" ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით 54,4 გრადუსს მიაღწია, რაც მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მანამდე დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული ისტორიული რეკორდი დედამიწაზე - 54 გრადუსი - 2013 წელს ისევ "სიკვდილის დაბლობში" აღინიშნებოდა.

 

კალიფორნიაში მაღალმა ტემპერატურამ  მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროსადგური, რასაც ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.

 

მეტეოროლოგები აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ.

 

კოლონიალური აფრიკის ჩანაწერების თანახმად, დედამიწაზე ჰაერის უმაღლესი - 55 გრადუსი ტემპერატურა პირველად, 1931 წელს ტუნისში დაფიქსირდა. ამინდის ისტორიკოსი ქრისტოფერ ბერტი მიიჩნევს, რომ ამ ეპოქაში ჩატარებული დაკვირვება, შესაძლოა, ძალიან ზუსტი არ იყოს. 

წაკითხვა 405 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 17 2020

სიახლეები