March 28, 2024

"ნავალნი მხარს არ უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რითაც დასავლეთს ეწინააღმდეგება“

ბრიტანულმა ჟურნალმა „სპექტეიტორ“-მა («The Spectator») 31 აგვისტოს გამოქვეყნა სტატია სათაურით „რატომ არ შეიძლება იყოს ალექსი ნავალნი დასავლეთის მეგობარი“ // ნავალნი მხარს არ უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც, რითაც დასავლეთს ეწინააღმდეგება“, რომელშიც მოცემულია რუსი ოპოზიციონერის პოლიტიკური პორტრეტი და ჩამოთვლილია ის მიზეზები, თუ რატომ არის იგი დასავლეთისთვის არაკეთილსაიმედო პიროვნება (ავტორი - ტიმ ოგდენი).

 

„ერთი შეხედვით, ალექსი ნავალნი თითქოსდა ის ადამიანია, რომელიც დასავლეთ სურს კრემლში, რუსეთის მეთაურად იხილოს: იგი კორუფციის წინააღმდეგია, ებრძვის ოლიგარქებს, ფასგიკაციას არჩევნების დროს და რაც ყველაზე მტავარია, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდის. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ ალექსი ნავალნი რუსეთის ხელისუფლებაში მოვა, ეს გამოიწვევს მოსკოვის ისტრიულ სასიკეთო შებრუნებას დასავლეთის მიმართულებით.

 

დასავლური მასმედიაც, რასაკვირველია, ამ იდეას მხარს უჭერს... ამიტომაც არის, რომ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი მის „მოწამვლასთან“ დაკავშირებით - ისევე როგორც ბორის ბერეზოვსკის, ანა პოლიტკოვსკაისთან, სერგეი მაგნიტსკისთან, ალექსანდრე ლიტვინენკოსთან, მამა-შვილ სკრიპალებთან დაკავშირებით... მაგრამ თუ ნავალნის გამოხატვა კორუფციასთან მებრძოლად და დემოკრატიისათვის თავდადებულ ფიგურად მეტ-ნაკლებად სწორია, ამ დროს მისი პიროვნების ისე წარმოდგენა, რომ პუტინის მტერი მაინცდამაინც დასავლეთის მეგობარი უნდა იყოს, ეს იდეა აშკარად მცდარია.

 

გავიხსენოთ, რომ ალექსი ნავალნის არასოდეს არ დაუმალავს, რომ იგი რუსული ნაციონალიზმის მხარდამჭერია... ამავე დროს, ალექსი ნავალნი მხარს არ უჭერს დასავლეთს რუსეთის მიმართ სამხედრო ჩარევის საკითხებში. 2008 წელს, მას შემდეგ რაც საქართველო შეეცადა  თავისი შემადგენლობიდან სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასვლა დაებრკოლებინა, კავკასიაში კონფლიქტმა იფეთქა. რუსეთის ჯარები ჯერ სამხრეთ ოსეთში შევიდნენ ქართული სამხედრო ნაწილების წინსვლის შესაჩერებლად, შემდეგ კი საქართველოს სიღრმეშიც შეიჭრნენ. თბილისის რუსეთის ავიაციამ დაბომბა, ხოლო რუსეთის სახმელეთო ქვედანაყოფები დედაქალაქიდან 30 კილომეტრზე გაჩერდნენ.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან ეს კავკასიური ქვეყანა დასავლეთის ერთგულებას ამჟღავნებს. თბილისმა ათასობით სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა ნატოს ოპერაციებში მონაწილეობისათვის ერაყში, ავღანეთში... მაგრამ ალექსი ნავალნიმ დასავლეთს მხარი არ დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიის დაგმობაში. მან არამარტო მხარი დაუჭირა თავდახმას, არამედ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას ქართველები („გრუზინები“) ქვეყნიდან გაეძევებინა და მათ „გრიზუნები“ უწოდა, რაც რუსი ნაციონალისტებისათვის დამახასიათებელი სიტყვაა... მართალია, მოგვიანებით ალექსი ნავალნიმ განაცხადა, რომ ნანობს იმდროინდელ რასისტულ გამოხტომას, მაგრამ როგორც ჩანს, მას არ შეუცვლია თავისი პოზიტიური დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართ, რასაც მთელი მსოფლიო გმობს, რუსეთის გარდა.

 

საქართველო ერთადერთი სახელმწიფო არ არის პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ალექსეი ნავალნი მხარს უჭერს პრორუსულ სეპარატისტულ მოძრაობებს, მაგალითად, მოლდოვასა და უკრაინაში. უფრო მეტიც, მან რადიო „ეხო მოსკლვი“-ში ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ თუ იგი რუსეთის პრეზიდენტი გახდება, უკრაინას ყირიმს არ დაუბრუნებს და უკრაინელებს ურჩია - „თავს ნუ მოიტყუებთ იმით, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილად არ ითვლებაო“.

 

ალექსი ნავალნის საკუთარი აღიარებით, იგი „დემოკრატიული ნაციონალისტია“. პოსტსაბჭოთა პროდასავლური ქვეყნებისადმი მისი აშკარა მტრობისა და რუსული ნაციონალიზმის ხშირი გამოვლინების გათვალისწინებით, თუ ალექსი ნავალნი ხელისუფლებაში მოვა, სრულიადაც არ არის გარანტირებული, რომ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა დათბება.

 

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/why-navalny-may-not-be-a-friend-of-the-west

 

მოამზადა სიმონ კილაძე

წაკითხვა 498 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 02 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.