ამ გვერდის ამობედვა

ლექტორი Zoom-ში გამართული ონლაინ ლექციის დროს გარდაიცვალა

არგენტინაში, 46 წლის პოლიტოლოგი პაოლა დე სიმონე Zoom–ში გამართული ონლაინ ლექციის დროს გარდაიცვალა.

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება.

 

გამოცემის ცნობით,  ბუენოს აირესის "დე ლა ემპრესას" უნივერსიტეტის ლექტორი ლექციის დროს დაიხრჩო და სტუდენტების თვალწინ გარდაიცვალა. ინციდენტის დროს სტუდენტებმა სასწრაფო დახმარების გამოძახება სცადეს, მაგრამ ლექტორის მისამართი არც ერთმა სტუდენტმა იცოდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა. 

 

მანამდე, ლექტორმა Twitter-ზე დაწერა, რომ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომებს განიცდიდა. მისი მეუღლე, რომელიც ექიმია, ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული.

წაკითხვა 453 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 06 2020

სიახლეები