ამ გვერდის ამობედვა

ოთხ ქვეყანას მასობრივი შიმშილი ემუქრება - გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეიარაღებული კონფლიქტები 4 სახელმწიფოსათვის შიმშილის საშიშროებას კიდევ უფრო ზრდის.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Excelsior ავრცელებს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, იემენის, ნიგერიისა და სუდანის შესახებ. 

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში სურსათის უქონლობის საკითხი COVID-19-ის ეპიდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდება. გუტერეშის თქმით, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლები გაუარესდა სომალის, ბურკინა ფასოს, ავღანეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვისაც. შედეგად, საფრთხის წინაშე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე აღმოჩნდება.

წაკითხვა 663 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 06 2020

სიახლეები