ამ გვერდის ამობედვა

ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა

რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

DW news-ის ცნობით, ნავალნი გერმანულ კლინიკა Charité-ში კომატოზურ მფგომარეობაში 22 აგვისტოდან იყო მოთავსებული, დღეს კი ის კომიდან გამოვიდა.


ცნობისთვის, ნავალნი ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებდნენ. ხოლო მოგვიანებით ბერლინის საავადმყოფომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნავალნი მოწამლულია.

წაკითხვა 490 ჯერ