ამ გვერდის ამობედვა

„ბაიდენი და მისი ძალიან ლიბერალური პარტნიორი კამალა ჰარისი დაანგრევენ ამ ქვეყანას და მის ეკონომიკას"- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სულელი უწოდა და განაცხადა, რომ ის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი ქვეყანას დაანგრევენ.

„ბაიდენი და მისი ძალიან ლიბერალური პარტნიორი კამალა ჰარისი, რომელიც ყველაზე ლიბერალური პიროვნებაა კონგრესში და ჩემი აზრით, არაკომპეტენტურია, დაანგრევენ ამ ქვეყანას და მის ეკონომიკას", – განაცხდა ტრამპმა.

 

მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაიდენი კორონავირუსთან გასამკლავებლად ამერიკის ეკონომიკას ჩაკეტავს, რაც უამრავი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.

 

„ბაიდენის გეგმა ჩინურ ვირუსთან დაკავშირებით აშშ-ის მთელი ეკონომიკის ჩაკეტვაა. ეს გამოიწვევს უთვალავ სიკვდილს თვითმკვლელობისგან, დეპრესიისგან, გულის დაავადებისგან და სხვა სერიოზული დაავადებისგან,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

წაკითხვა 423 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 08 2020

სიახლეები