ამ გვერდის ამობედვა

"პიანისტის" სცენარისტი რონალდ ჰარვუდი გარდაიცვალა

ბრიტანელი დრამატურგი და სცენარისტი რონალდ ჰარვუდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

BBC-ის ინფორმაციით, სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით დადგა.

 

რონალდ ჰარვუდს ეკუთვნის სცენარი ფილმებისთვის "პიანისტი", "სკაფანდრი და პეპელა", "ავსტრალია", "მხარეების აზრი", "კვარტეტი". ის ათობით პიესის ავტორიც იყო.

 

ჰარვუდი სამჯერ იყო წარდგენილი "ოსკარზე" და 2003 წელს პრემიის ლაურეატი გახდა. 2010-ში მას რაინდის წოდება მიანიჭეს.

წაკითხვა 381 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 09 2020

სიახლეები