ამ გვერდის ამობედვა

რატომ დამალა დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე სიმართლე?

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მან მოქალაქეებს თავიდანვე არ აცნობა კორონავირუსის რეალური საფრთხის შესახებ, რათა ქვეყანა პანიკისა და ქაოსისგან დაეცვა.

ტრამპის თქმით, მან ამ ნაბიჯით ქვეყანა ასევე წამლებსა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე ფასების მატებისგან დაიცვა.

 

ყველაზე მთავარი, რისი დემონსტრირებაც აშშ-ის ხელისუფლებას არ უნდა მოეხდინა იმ რთულ დღეებში, ეს "პანიკა, მღელვარება და შიში იყო", განაცხადა ტრამპმა თეთრ სახში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას. "ჩვენ უნდა გვეზრუნა სიტუაციაზე, რომელშიც მოვხვდით. ლიდერობისა და სიმშვიდის დემონსტრირება უნდა მოგვეხდინა", - განაცხადა ტრამპმა.

 

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კორონავირუსის რეალური საფრთხეების შესახებ გაჩუმებაში დაადანაშაულა.

წაკითხვა 385 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 10 2020

სიახლეები