ამ გვერდის ამობედვა

ტერაქტიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა, 19 წელი გავიდა

ტერაქტიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა, 19 წელი გავიდა.

2001 წლის 11 სექტემბერი არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის ხსოვნის, გლოვისა და ფიქრის დღე, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც ტერაქტი, თავისი საზარელი შედეგით, ყველაზე თვალნათლივ ჩანს.

 

19 წლის წინ ამ დღეს ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ქაიდას” წევრებმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, მათგან ორი ნიუ ორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (ტყუპების)შენობებს შეაჯახეს, ორი მათგანი – პენტაგონზე. სამმა თვითმფრინავმა მიზანს მიაღწია, მეოთხე პენსილვანიის შტატის ქალაქ შანკსვილში ჩამოვარდა.

 

ტერაქტს 2 977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 343 მეხანძრე და 60 პოლიციელი. გარდა ამისა, ტერაქტის შედეგად დაღუპულად მიჩნევა 19 ტერორისტი, მათგან 15 იყო საუდის არაბეთის, ორი არაბთან გაერთიანებული საამიროების, ერთი – ეგვიპტის და ერთი – ლიბანის მოქალაქე.

 

ტერორისტების მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა უცნობია. 2006 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ზიანი, ყველაზე დაბალი შეფასებით, 500 მლრდ დოლარს შეადგენს.

წაკითხვა 332 ჯერ