April 18, 2024

გაერო-მ COVID-19 ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გლობალურ გამოწვევად აღიარა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კორონავირუსის  პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი რეზოლუცია გამოსცა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ COVID-19 ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

 

რეზოლუციას 169 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. აშშ და ისრაელი წინააღმდეგი იყვნენ, უკრაინამ და უნგრეთმა კი თავი შეიკავეს.


ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიას აქვს დამანგრეველი გავლენა საზოგადოების, ეკონომიკის, დასაქმების, მსოფლიო ვაჭრობის, მოგზაურობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და კომერციის კუთხით.გენერალური ასამბლეის განცხადებაში აღნიშნული, რომ პანდემიის შედეგები გაცილებით რთულია ქალთა, მოხუცთა, ახალგაზრდებისა და ბავშვების, ღარიბთა და სოციალურად დაუცველთა სიცოცხლისთვის. ამავდროულად, რეზოლუციის თანახმად, გაერო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ბოლო პერიოდის განმავლობაში, პანდემიასთან დაკავშირებული დისკრიმინაციის, სიძულვილის, რასიზმისა და ქსენოფობიის ზრდის გამო. 


ორგანიზაცია ქვეყნების მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებებს,  ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სისტემების გაძლიერებისაკენ მოუწოდებს, რათა მოქალაქეებმა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ეფექტური და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკა, სამკურნალო საშუალებები, წამლები და ვაქცინები დროულად მიიღონ.

წაკითხვა 367 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 12 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.