April 25, 2024

"მიკროსკოპულმა ვირუსმა მთელი სამყარო დააჩოქა" - გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა COVID-19-ის პანდემიის შედეგები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამოწვევებს შეადარა და კორონავირუსს "აპოკალიფსის მე-5 მხედარი უწოდა".

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.

 

"ჩვენ გადამწყვეტ მომენტს გავდივართ: ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, მასშტაბებით 1945 წლის ამოცანებს არ ჩამოუვარდება. ამ პანდემიამ კრიზისი გამოიწვია, რომელის არც ერთ კრიზისს არ ჰგავს, რომელიც მანამდე ოდესმე გვინახავს", - აღნიშნა მან.

 

მისი თქმით, კორონავირუსი მხოლოდ საგანგაშო ზარი კი არ არის, არამედ გენერალური რეპეტიცია მომავალ მსოფლიო გამოწვევამდე.

 

"ჩვენ წინ უნდა ვიაროთ მორჩილებით, იმის აღიარებით, რომ მიკროსკოპულმა ვირუსმა მთელი სამყარო დააჩოქა", - განაცხადა გუტიერეშმა.

 

მისი თქმით, COVID-19-ის შედეგები მომავალში სხვადასხვა ფორმით იქნება გამოვლენილი.

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ იანვარში გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან დაასახელა "აპოკალიფსის 4 მხედარი" - გამოწვევები, რომელიც კაცობრიობის მომავალს საფრთხეს უქმნის. პირველი იყო გეოპოლიტიკური დაძაბულობის მაღალი დონა, მეორე - კლიმატის ცვლილება, მესამე - მზარდი გლობალური უნდობლობა და მეოთხე - ციფრული სამყაროს ბნელი მხარე.

 

"თუმცა მეხუთე მხედარი ჩრდილში იმალებოდა. იანვარში მთელ მსოფლიოში დახტის COVID-19-ის პანდემიის მხედარი, რომელიც დანარჩენს ოთხს შეუერთდა და თითოეულის დამანგრეველი ძალა გააძლიერა. ჩვენ ჯანდაცვის ეპოქალურ კრიზისს, უმსხვილეს ეკონომიკურ კატასტროფასა და დიდი დეპრესიის შემდეგ სამუშაო ადგილების დაკარგვას, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით ახალ საფრთხეებს ერთდროულად შევეჯახეთ", - განაცხადა გუტიერეშმა.

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ყველას მოუწოდა, დაამარცხონ 5 მხედარი და ააშენონ ინკლუზიური და მდგრადი სამყარო.

 

"პანდემიამ გვასწავლა, რომ ჩვენი არჩევანს მნიშვნელობა აქვს", - დასძინა მან.

წაკითხვა 339 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.