ამ გვერდის ამობედვა

სტამბოლში ამერიკელი ჟურნალისტის ცხედარი იპოვეს

თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებში რუსი წარმომავლობის ამერიკელი ჟურნალისტის, ანდრე ვლტჩეკის სიკვდილის გარემოებები საეჭვოდ მიაჩნიათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NTV ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობებით, 57 წლის ამერიკელი ჟურნალისტი მეუღლესთან ერთად სტამბოლში VIP-ავტომობილით გაემგზავრა, რომელიც ქალაქ სამსუნში იქირავა, სადაც 9 დღე გაატარა.

 

როდესაც სასტუმრო სტამბოლის სასტუმროსთან მივიდა, ადგილობრივი დროით 05:30-სთვის მეუღლემ ვლტჩეკის გაღვიძება სცადა, თუმცა მას სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ადგილზე მოსულმა მედიკოსებმა ჟურნალისტის სიკვდილი დაადასტურეს.

ამჟამად ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

წაკითხვა 336 ჯერ

სიახლეები