March 29, 2024

მარწყვში ნემსის ჩადების ბრალდებით, ავსტრალიაში ქალი დააპატიმრეს

მარწყვებში ნემსის პოვნის სკანდალურ საქმეზე ავსტრალიაში 50 წლის ქალი დააპატიმრეს. სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, დაკავებულის მოტივაცია ადამიანებისთვის ზიანის მიყენება იყო. 

 

დაკავებული ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში მარწყვის ფერმაში დამკვირვებლად მუშაობდა. მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. უცნობია, აპირებს თუ არა ის ბრალდებების გასაჩივრებას.

უჩვეულო პანიკა მარწვის შესახებ მთელ ავსტრალიას და მოგვიანებით ახალ ზელანდიას სექტემბრიდან მოედო. პოლიციის განცხადებით, 186 საჩივარი შევიდა მარწყვში აღმოჩენილი ნემსის შესახებ. მათგან მხოლოდ 15 იყო ყალბი.

მარწყვებში ნემსების განთავსებაში ბრალდებული.

უცნობია, არის თუ არა დაკავებული პასუხისმგებელი ყველა შემთხვევაზე. პოლიცია ამბობს, რომ გამოძიება დასრულებული ჯერ არაა.

პირველი შემთხვევა ქუინსლენდში მოხდა, როცა მარწყვის ჭამის შემდეგ, კაცი საავადმყოფოში მუცლის ტკივილის ჩივილით გადაიყვანეს.

ფერმერები იძულებულნი გახნდნენ, ხილი გადაეყარათ.

on.ge

წაკითხვა 781 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.