ამ გვერდის ამობედვა

"ნავალნის სისხლში „ნოვიჩოკის“ კვალი აღმოჩნდა"- "ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“

ალექსეი ნავალნის ორგანიზმიდან აღებული სისხლის ნიმუშში ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის„ კვალი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ეჭვი არ არის, ალექსეი ნავალნის მოსაწამლად ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. აკრძალული ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება დიდი შეშფოთების საგანია“, - წერს „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ ბრიტანეთის დელეგაციის „ტვიტერის“ გვერდზე.

 

ეს ნიშნავს, რომ „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია“ ადასტურებს გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული.

 

ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ის 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. დასავლეთის ქვეყნების მთავრობები რუსეთს ნავალნის საქმის გამჭირვალედ და ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების დაწესებით ემუქრებიან. მოსკოვი აღნიშნულ საქმესთან კავშირს უარყოფს და ნავალნის მოწამვლის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს.

წაკითხვა 495 ჯერ

სიახლეები