იანვარი 23 2024 წაკითხვა 103 ჯერ

ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფი ადამიანების ათობით ნათესავი 22 იანვარს ისრაელის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შეიჭრა და მათ გასათავისუფლებლად შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ საერთაშორისო მოწოდებებს ისრაელისადმი, რომ ომის შემდეგ მოლაპარაკება დაიწყოს პალესტინის სახელმწიფოს დაარსების თაობაზე.

იანვარი 23 2024 წაკითხვა 96 ჯერ

ნატომ 1,1 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვია-წამლისთვის - აცხადებს ალიანსი. ტყვია-წამლის ნაწილი უკრაინას მიეწოდება იმ ჩივილების ფონზე, რომ ტყვია-წამლის ნაკლებობა აფერხებს ამ ქვეყნის საბრძოლო ძალისხმევას იქ შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ.

იანვარი 22 2024 წაკითხვა 110 ჯერ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხია და ევროკავშირს უნდა ახსოვდეს, რომ ის იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ასევე ევროპისთვის.

იანვარი 22 2024 წაკითხვა 111 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის ტელეარხ Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ფრონტზე დამატებით ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზების აუცილებლობას.

იანვარი 22 2024 წაკითხვა 126 ჯერ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს დღეიდან იწყებს. წვრთნები, სახელწოდებით – „მტკიცე დამცველი 2024“ (Steadfast Defender 2024) მაისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 90 000 სამხედრო. წვრთნებში მონაწილეობას იღებს ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო და ასევე წევრობის კანდიდატი ქვეყანა შვედეთი.

იანვარი 21 2024 წაკითხვა 105 ჯერ

ავღანეთის პროვინცია ბადახშანის მთებში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

გვერდი 9 სულ 267
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.