ივნისი 16 2022 წაკითხვა 320 ჯერ

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ, - გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, არახამიამ ამის შესახებ ვაშინგტონში, „მარშალის ფონდის“ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

ივნისი 15 2022 წაკითხვა 227 ჯერ

ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

ივნისი 15 2022 წაკითხვა 208 ჯერ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 313 ბავშვი დაიღუპა და 579 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.

ივნისი 14 2022 წაკითხვა 144 ჯერ

უკრაინა მზად არის დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

ივნისი 13 2022 წაკითხვა 210 ჯერ

უკრაინაში ომის 100 დღის განმავლობაში რუსეთმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით 100 მილიარდამდე დოლარის გამომუშავება შეძლო. ნედლეულის მიწოდებას კი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებდა.

ივნისი 13 2022 წაკითხვა 248 ჯერ

ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტითა და მოლაპარაკებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ ამ ფაზასთან მიახლოება ძალის პოზიციიდან შეძლოს, რათა რუსეთმა ვეღარ დაიკავოს ის ტერიტორია, რომლის ოკუპირება 24 თებერვლის შემდეგ განახორციელა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გვერდი 91 სულ 223
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.