ოქტომბერი 01 2023 წაკითხვა 266 ჯერ

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა , - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

სექტემბერი 29 2023 წაკითხვა 166 ჯერ

რუსეთის ფედერაციის ყველა შემადგენელ ერთეულში, შორეული ჩრდილოეთის გარკვეული რაიონების გარდა, პირველ ოქტომბერს საშემოდგომო გაწვევა იწყება, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა.

სექტემბერი 28 2023 წაკითხვა 165 ჯერ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება.

სექტემბერი 28 2023 წაკითხვა 147 ჯერ

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა.

სექტემბერი 27 2023 წაკითხვა 235 ჯერ

აშშ-ის გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მსოფლიოში საუკეთესო ამერიკულმა ტანკებმა „აბრამსებმა“ უკრაინამდე ჩააღწიეს… მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტაა და დაგვიანებული“ (ავტორი – იენ ლოვეტი). როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „აბრამსები“ უკრაინას საომარი მოქმედებების გარდატეხვაში ვერ დაეხმარებიან – იმიტომ, რომ ამ მძიმე ჯავშნიანი ტექნიკით სარგებლობა მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციაში შეიძლება, თორემ საერთო-საჯარისო ბრძოლებს ისინი დიდხანს ვერ გაუძლებენ.

სექტემბერი 26 2023 წაკითხვა 170 ჯერ

სომხეთის მედიასაშუალებები ავრცელებენ პირველ ცნობებს ყარაბაღში, საწვავის საცავის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა შესახებ. მათი წყაროა არცახის(ყარაბაღის) საინფორმაციო შტაბი, რომლის მონაცემებით, 7 დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. 13 ამოუცნობი გვამია ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროში.

გვერდი 17 სულ 223
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.