March 29, 2024

თებერვალი 09 2023 წაკითხვა 164 ჯერ

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ 9 თებერვალს, გამთენიისას განახლებული მონაცემებით, 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავდა 62 914. მთლიანად დანგრეულია 6 400-ზე მეტი სახლი. მიწისძვრით დაზარალებულია დაახლოებით 13 მილიონი მოქალაქე.

თებერვალი 07 2023 წაკითხვა 157 ჯერ

“აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. პაკეტში გათვალისწინებულია GLSDB-ის მიწოდებაც. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს უფრო დიდი საბრძოლო სიშორე მოიპოვოს, ქვეყნის დასაცავი ოპერაციები ჩაატაროს და დაიბრუნოს სუვერენული ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული”, - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

თებერვალი 07 2023 წაკითხვა 136 ჯერ

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ სურს, რომ რუსეთმა პოლონეთის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაც“ მოახდინოს. ასეთი კომენტარი ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მას შემდეგ, რაც პოლონეთის ხელისუფლება ამერიკული იარაღის მიღების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.

თებერვალი 07 2023 წაკითხვა 157 ჯერ

საერთაშორისო ორგანიზაციები თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ანგარიშის ნომრებს აქვეყნებენ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

თებერვალი 07 2023 წაკითხვა 167 ჯერ

საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის.

თებერვალი 06 2023 წაკითხვა 205 ჯერ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური მხარდამჭერია, კგბ-ს ჯაშუშად მუშაობდა, როცა ის შვეიცარიაში ცხოვრობდა 1970-იან წლებში.

გვერდი 40 სულ 230
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.