12 მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ ვსვამთ

არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ახალი და ცივი წყალი.

ამას ალბათ ვერავინ უარყოფს, ვინაიდან ყველას აქვს მომენტი, როცა გამანადგურებლად სწყურია და ყველაფერს დათმობდა ჭიქა წყლისთვის. თუმცა წყურვილის შეგრძნების გარდა არსებობს წყლის მიღების დღიური ნორმა. თუ ამას არ დავიცავთ, სხეულს არცთუ ისე მსუბუქი ზიანი მიადგება.

 

გთავაზობთ სიმპტომების ჩამონათვალს, რაც იმ შემთხვევაში ჩნდება, თუკი დღის მანძილზე საკმარისი რაოდენობის წყალს არ ვსვამთ.

 

1. პირის სიმშრალე

ეს მარტივი ჩანს, თუმცა ხშირად სათანადო ყურადღებას მაინც არ ვაქცევთ. როცა სიმშრალისა და წყურვილის განცდა გვაქვს, არ უნდა დავლიოთ ტკბილი სასმელები, მაშინვე წყლით უნდა დავიტენიანით პირისა და ყელის ღრუს ლორწო.

 
 

2. კანის სიმშრალე

კანი სხეულის უდიდესი ორგანოა და ცხადია აუცილებელია მისი დატენიანება. მშრალი კანი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რაც, თავის მხრივ, უფრო დიდ პრობლემებს იწვევს. წყლის დანაკლისი ნიშნავს ოფლის დანაკლისს, ეს კი სხეულს არ აძლევს საშუალებას მოიშოროს დღის მანძილზე დაგროვილი სიბინძურე. ამიტომ ეცადეთ სვათ მეტი წყალი!

 

3. მეტისმეტი წყურვილის შეგრძნება

ვინც ნაბახუსევზე ყოფილა, მიხვდება რას ვგულისხმობთ – იღვიძებთ და ორგანიზმს უბრალოდ არ ყოფნის წყალი. ალკოჰოლი იწვევს მთელი სხეულის დეჰიდრატაციას და წყლის დალევა ტვინისთვის წყურვილის დაკმაყოფილების საჭირო სიგნალს იქამდე არ უშვებს, სანამ ფლუიდების დონე არ დარეგულირდება. მოუსმინეთ თქვენს სხეულს, მან იცის რას ლაპარაკობს!

 

4. თვალების სიმშრალე

წყლის ნაკლებობა არამხოლოდ პირზე და ყელზე, არამედ თვალებზეც მოქმედებს და ისეთ ვიზუალს აძლევს მას, თითქოს წინა ღამით ბევრი ალკოჰოლი მიიღეთ. წყლის გარეშე საცრემლე კაპილარები შრება და ამ დროს ადამიანი ფიქრობს: ,,რა მოხდება ტირილი რომ ვეღარასდროს შევძლო?”

 

5. სახსრების ტკივილი

ჩვენი ხრტილისა და სპინალური დისკოების 80% წყლისგან შედგება. ეს იცავს ჩვენს ძვლებს მოძრაობის დროს ერთმანეთზე ხახუნისგან. თუ სხეულს დავიტენიანებთ, სახსრებს იმის გარანტიას მისცემთ, რომ უეცარი მოძრაობის შედეგად შოკში არ ჩავარდება. ასე რომ, შეგეძლებათ ირბინოთ, იხტუნაოთ ან უცნაურად წაიქცეთ ხოლმე.

 

6. კუნთების მასის შემცირება

კუნთებიც უმეტესაც წყლისგან შედგება. ნაკლები წყალი სხეულში უდრის კუნთების ნაკლებ მასას. ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და მის შემდეგ წყლის დალევა არამხოლოდ კომფორტულია, არამედ სითხე საჭირო ადგილებში მიემართება და ამცირებს ანთებებისა და მტკივნეული შეგრძნების გაჩენის რისკს.

 

7. ხანგრძლივი ავად ყოფნა

წყლის რეგულარული სმა მუდმივად ათავისუფლებს სხეულს ტოქსინებისგან. თქვენი ორგანოები მანქანასავით მუშაობენ, რათა არასაჭირო პროდუქტები გაფილტრონ. თუმცა თუ მანქანას საწვავით არ მოამარაგებთ, ის სწორად არ იმუშავებს.

 

8. დაღლილობისა და აპათიურობის განცდა

როცა სხეული დეჰიდრირებულია, ის სითხეს სისხლისგან ,,სესხულობს”. არასათანადოდ დატენიანებული სისხლი კი იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს ძილიანობას და მუდმივი დაღლილობის განცდას. სიცოცხლისუნარიანობის დანაკლისი ჩნდება ადრეული შუადღიდან და მთელი დღე გრძელდება (და ყავა ამის დაძლევაში ვერ დაგეხმარებათ).

 

9. შიმშილისგან გამოწვეული ტკივილების განცდა

დეჰიდრირებული სხეული იწყებს ფიქრს, რომ მას საკვები სჭირდება. ეს დღეც შეიძლება მოხდეს და ღამითაც, როცა შიმშილის განცდა გვაღვიძებს. ამ დროს საჭმლის ჭამა მეტ სამუშაოს აძლევს ორგანიზმს, წყლის დალევა კი წმენდს ორგანოებს და აწვდის მას საწვავს.

 

10. საჭმლის მონელების პრობლემები

ჩვენ ზემოთ ვახსენეთ პირსა და ყელში არსებული ლორწო და ის, თუ როგორ კარგად მოქმედებს დატენიანება მემბრანის სწორ ფუნქციონირებაზე. აგრეთვე ეს აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც. სწორი ჰიდრატაციის გარეშე, მუცელში მცირდება ლორწოს რაოდენობა და სიძლიერე  და მრავლდება მჟავები. ეს კი იწვევს გულძმარვას და დისპესიას.

 

11. ასაკის ნაადრევი მატება

სხეულში წყლის რაოდენობა ასევე მოქმედებს ასაკზეც. რაც უფრო გვემატება წლები, უფრო მეტი წყალი უნდა ვსვათ. იმისთვის, რომ ადრე არ შეგვეტყოს ასაკის მატება, მნიშვნელოვანია მუდმივად დავლიოთ დიდი რაოდენობით წყალი.

 

12. ამას კითხულობთ და იქცევით შემდეგნაირად:

მე ყოველთვის ვსვამ წყალს. თითქმის ყველგან ვატარებ წყლით სავსე კონტეინერს, მუშაობისასმ ვარჯიშისას, ტელევიზორის ყურებისას. თუ ეს სტატია წაიკითხეთ, შესაძლოა დაფიქრდით საკუთარ თავზე: ,,ჰმმ, მგონი საკმარისი რაოდენობის წყალს არ ვსვამ.” ასე რომ, ახლავე აიღეთ ჭიქა! ნუ მიიღებთ სითხეს უზომოდ, მაგრამ თუ წყლის რეკომენდებულ რაოდენობას დალევთ (ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე გგონიათ), ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი, უკაცრავად, ამ სტატიის წერამ მეც მომაწყურა.

 

წყარო

წაკითხვა 864 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.