ამ გვერდის ამობედვა

მზისგან დამცავი საშუალებები - დაცვა თუ საფრთხე

მზეზე ყოფნისას ძირითადად ორი ტიპის ულტრაიისფერ გამოსხივებას ვიღებთ, ეს არის UVA და UVB - ანუ ულტრაიისფერი ალფა და ბეტა სპექტრი სხივები.

ბეტა სპექტრის სხივები იწვევს დამწვრობას და კანის კიბოს და მათ შორის მელანომას გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორისაა. ალფა სპექტრის სხივებს, მცირე გავლენა აქვთ კიბოს უჯრედების წარმოქმნაზე, სამაგიეროდ კანის უფრო ღრმა შრეებში აღწევენ, რაც კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. გამოსხივებისას ალფა სხივების ოდენობა დაახლოებით 500-ჯერ აღემატება ბეტა სხივების ოდენობას.

 

გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, მზისგან დამცავი საშუალების შეძენისა და გამოყენებისას:

 

1. საუკეთესო მზისგან დამცავი საშუალებებიც კი ძირითადად ირეკლავენ ან ბლოკავენ ულტრაიისფერი ალფა სპექტრის სხივებს. მათზე მითითებული SPF - ანუ მზისგან დამცავი ფაქტორი, აღნიშნავს მხოლოდ ბეტა სხივებისგან დაცვის მაჩვენებელს. ზოგიერთ საშუალებას აქვს მითითებული წარწერა „ ფართო სპექტრის დაცვა“ ან რომ ორივე ტიპის სხივისგან იცავს, მაგრამ ალფა სხივებისგან დაცვის დონე მომხმარებლისთვის უცნობი რჩება.

 

2. მზისგან დამცავი საშუალების შემადგენლობაში არსებული ინგრედიენტების ნაწილი ქიმიურად არასტაბილურია, ანუ მათი უმეტესობა ან ზემოქმედების უნარს კარგავს მზეში ან პოტენციური კანცეროგენი ხდება. მაგალითად ვიტამინი A, რომელიც ხშირად არის მზისგან დამცავი საშუალების შემადგენლობაში, ქიმიურად არასტაბილურია და შეიძლება კანს უფრო მეტი ზიანი მიაყენოს მზეზე, ვიდრე დაცვა.

 

3. ზოგიერთი მზისგან დამცავი საშუალება ტოქსიკურია, ანუ მასში შემავალი ინგრედიენტები ხვდება ჩვენს სისხლში და შეიძლება შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. რამოდენიმე პოტენციურად ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას ჩამოგითვლით: ბენზონების ჯგუფის რამდენიმე ნივთიერება, ოქტოკრილინი,ცინოქსატი. უფრო ახალი და „ნატურალურ“ ინგრედიენტებზე დამზადებული საშუალებები შეიცავენ ტიტანიუმს და ცინკს. მათი გამოყენებისას კანზე მოთეთრო დამცავი შრე ჩნდება, რაც არაკომფორტულია, ამიტომ მწარმოებლებმა შემადგენლობაში დაამატეს ე.წ. გამათხელებლები. ასე უფრო ადვილად იწოვება საცხი, თუმცა იგი ასევე ადვილად გადადის სისხლში, რაც შესაძლოა უარყოფითი შედეგის მომტანი იყოს ხანგრძლივ პერსპექტივაში. თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მისაღებ ვარიანტად ითვლება.

 

სპეციალისტები გვირჩევენ:

  • გავიაროთ ექიმთან კონსულტაცია და შევარჩიოთ შესაბამისი დამცავი საშუალება ასაკის და გამოყენების სპეციფიკის მიხედვით.
  • საათში ერთხელ დავიმატოთ საცხი, განსაკუთრებით წყალში ყოფნის შემთხვევაში.
  • ვეცადოთ მზის გულზე არ დავდოთ ჩვენი მზისგან დამცავი საშუალება.
  • და რაც მთავარია უნდა გვახსოვდეს, რომ დამცავი საშუალების გამოყენება არ გვათავისუფლებს შუადღის მზისგან მორიდების წესისგან. რადგან თუ ამის გამო უფრო დიდხანს ვრჩებით მზეზე, თავისთავად ვზრდით ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.

თანაბარ რუჯს და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

წაკითხვა 728 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 17 2021

სიახლეები