ვიტამინები, რომელთა უკმარისობა თავის ტკივილს იწვევს
თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები, როგორც ექიმები ამბობენ, შესაძლოა, ხშირი გადაღლა, გონებრივი დაძაბულობა, სხეულის რეაქცია ემოციურ სტრესი, ზედმეტი ძილი ან უძილობა იყოს, თუმცა, ამასთანავე, მას გარკვეული ვიტამინების ნაკლებობაც იწვევს. მათ შორის:
ამ ელემენტების გარეშე ორგანიზმი სტრესს განიცდის. თუ გსურთ, თქვენმა ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის ფოლიუმის მჟავა მიიღოს, ხშირად მიირთვით ბროკოლი, ისპანახი, სატაცური, გოგრა, ჭარხალი და ავოკადო. ხოლო ვიტამინი B12 დიდი რაოდენობით არის ქათმის კვერცხში.
სპილენძი და რკინა
იმისთვის, რომ ორგანიზმი სპილენძის მარაგით შეავსოთ, უნდა მიირთვათ ლობიო, თხილეული და თხის ყველი. ხოლო რკინის შემცველი პროდუქტებია კომბოსტო, მზესუმზირა, მწვანილები, ღვიძლი, სეზამის მარცვალი.
ვიტამინი B6
თავის ტკივილის შესამცირებლად უნდა მიირთვათ ადვილად მოსანელებელი საკვები. ასევე, მის დაძლევაში დაგეხმარებათ ვიტამინ B6-ის შემცველი პროდუქტები: ახალი ბოსტნეული, ღვიძლი, ლობიო და მარცვლეული პროდუქტები.
D ვიტამინი
იმ ადამიანებს, რომელთაც სისხლში D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნებათ, თავის ტკივილები 20%-ით უფრო ხშირად აწუხებთ. ამიტომ, თუკი მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, მიირთვით ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები და ლობიო. ასევე, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"