TOP 3 პროდუქტი, რომელიც ყავაზე მეტად გამოგაფხიზლებთ

კაცობრიობა ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა - ყავა სასარგებლოა თუ მავნებელი ჩვენი ორგანიზმისთვის.
 
 
ამ თემაზე კამათის დროს ამ სასმელის მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც საკუთარ პოზიციებს იცავენ, მაგრამ მიაუხედავად იმისა, რომ საბოლოო ვერდიქტი არომატულ სასმელს ვერ გამოვუტანეთ, ბევრი ცდილობს შეამციროს მისი მიღების დოზები, ან საერთოდაც უარი თქვას მასზე. ამის შემდეგ კი ძალიან ლოგკური კთხვა ისმის: როგორ გავიღვიძოთ დილით ყავის გარეშე? 
 


გამსოავალი არსებობს! ამისათვის, უბრალოდ საკმარისია სწორად ისაუზმოთ. ჩვენ წარმოგიდნეთ იმ პროდუქტებს, რომლებიც გამოფხიზლებაში დაგეხმარებიან.


ვაშლი
ინგლისურ ენაში ერთი ანდაზაა „An apple a day keeps the doctor away” , რომლის თანახმადაც ერთი ცალი ვაშლის მირთმევა ყოველდღიურად ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან. მათ შორს ძილიანობასაც. ერთ ვაშლში 13 გრამი შაქარია - ნახშირწყლები კი ტვინს სწრაფ გამოღვიძებაში და მუშაობის დაწყებაში ეხმარებიან. დიდმა, წვნიანმა ვაშლმა სავსებით შეიძლება შეგიცვალოთ ყავა, რომელსაც თქვენ სამსახურისკენ მიმავალი გზაში ყიდულობთ. ეფექტი იგივეა, ორგანიზმი კი უფრო სასარგებლო პროდუქტს მიიღებს.
 



თაფლი

თაფლი ნატურალურ შაქარს შეიცავს, რომლის გადამუშავებისას ორგანიზმი მომენტალურად ფხიზლდება. გარდა ამისა, ის კოფეინთან შედარებით ნელა გამოდის ორგანიზმიდან, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს თქვენ სიფხიზლეს. ასე რომ, თუ თქვენ გიყვართ ტკბილეული და დღის დაწყებას დესერტით ამჯობინებთ, თამამად შეგიძლიათ მურაბა და ხილფაფა თაფლით შეცვალოთ: ის იდეალურად მოუხდება ტოსტს, ფაფას და ხილის სალათას.
 



გრეიფრუტი

ოდესმე შეგიჩნევიათ, რომ მომენტალურად მხოლოდ სუნმა შეიძლება გაგიხსნათ გონება და გამოგაფხიზლოთ? სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ ციტრუსის არომატს ყველა დანარჩენთან შედარებით მოჰყავს ადამიანი ტონუსში. გარდა ამისა, ეს ხილი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ასევე ეხმარება ორგანიზმს გაღვიძებაში. ამიტომ, ბევრ ქვეყანაში მიღებულია საუზმის დაწყება გრეიფრუტით.
 

 
წყარო 
წაკითხვა 1468 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 23 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.