ამ გვერდის ამობედვა

უსაფრთხო დიეტა - მეტი ცილა, ნაკლები კალორია!

ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის კლებას, კუნთოვანი და ძვლოვანი მასის დანაკარგის გარეშე.

მეცნიერებმა უეიკ ფორესტის უნივერსიტეტიდან წარმოადგინეს თავისი ვარიანტი - დაბალკალორიული დიეტა ცილების დიდი შემცველობით. ამ დიეტის ეფექტურობის დასადასტურებლად მოიწვიეს 65 წელს გადაცილებული 96 პირი. მათი ნაწილი (საკვლევი ჯგუფი) ოთხჯერად კვებაზე გადაიყვანეს (საკვები რაციონი გაჯერებული იყო ბოსტნეულითა და ცილით), მეორე ჯგუფს კი, რომელიც საკონტროლო იყო, სტანდარტულად კვებავდნენ. კვლევის ბოლოს მოხალისეებს უმოწმებდნენ სხეულის წონას და ძვალ-კუნთოვანი სისტემის მოცულობას. 



აღმოჩნდა, რომ ასაკოვნებმა "ცილოვანი ჯგუფიდან" 8-9 კგ-ით დაიკლეს წონაში, თანაც უპირატესად აბდომინური (მუცლის) ცხიმის ხარჯზე. ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, კარდიომეტაბოლური დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. რაც მთავარია, საკვლევ პირებს, მიუხედავად წონის კლებისა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში შეუნარჩუნდათ, ზოგთან კი რამდენადმე გაუმჯობესდა კიდეც. საკონტროლო ჯგუფის ასაკოვნების წონა არ შეიცვალა. 

 


კვლევის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ გზით შესაძლებელია ასაკოვნებისთვის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შენარჩუნება.

 

წყარო: mkurnali.ge

წაკითხვა 1237 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 08 2019