ამ გვერდის ამობედვა

ორგანიზმის გამწმენდი და გამაახალგაზრდავებელი დიეტა

ეს შვიდდღიანი დიეტა საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ეფექტურად წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ნარჩენებისგან, აახალგაზრდავებს და წონაშიც საგრძნობლად აკლებინებს.
 
 
  პირველი დღე – სვით დიდი რაოდენობით ახალგამოწურული ხილის წვენი და უშაქრო მწვანე ჩაი.
 
 
  მეორე დღე – მიირთვით ბოსტნეული სალათების სახით. სასურველია, ჩართოთ კომბოსტო, რომელიც ეფექტურად შლის ცხიმებს.
 
  მესამე დღე – სვით ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები და გაზგასული მინერალური წყალი.
 
 
  მეოთხე დღე – მიირთვით ხილი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით – გრეიპფრუტი, რომელიც ცხიმს წვავს და ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები. გეკრძალებათ – ბანანი, ბროწეული, ხურმა, კარალიოკი, ლეღვი და თუთა.
 
 
  მეხუთე დღე – მიირთვით ცილოვანი პროდუქტები, მაგალითად, მოხარშული კვერცხი, მოხარშული ქათამი და დასაშვებია, იოგურტი.
 
 
  მეექვსე დღე – სვით ახალგამოწურული ხილის წვენი და მიირთვით ცოცხალი კომბოსტოს შემცველი ბოსტნეულის სალათები. შეგიძლიათ, დალიოთ უშაქრო მწვანე ჩაი ან ყავა.
 
 
  მეშვიდე დღე – მიირთვით საუზმეზე უშაქრო ჩაი ან ყავა და მოხარშული კვერცხი. ლანჩზე – ნებისმიერი ხილი. სადილზე – ბრინჯით ან ბოსტნეულით მომზადებული ბულიონი. სამხარზე –  ხილი. ვახშამზე კი – ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით.
 
 
წაკითხვა 1025 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 17 2019

სიახლეები