ამ გვერდის ამობედვა

5 აუცილებელი რჩევა ვარჯიშის დამწყებთათვის

თუ კი როგორც იქნა ვარჯიშისთვის საკმარისი მოტივაცია, დრო და ენერგია იპოვეთ და ეს ესაა გადაწყვიტეთ სპორტულ დარბაზს მიაშუროთ, მაშინ თქვენთვის რამდენიმე საინტერესო რჩევა გვაქვს. ჩვენთან ერთად გაიგეთ ყველაფერი: დაწყებული იმით, თუ როდის უნდა ივარჯიშოთ და რა უნდა მიირთვათ, დამთავრებული იმით თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოთ საკუთარ თავს არასწორი ვარჯიშით.

 

 

1. როდის უნდა ივარჯიშოთ

 

ეს უპირობოდ თქვენზეა დამოკიდებული, დღის მონაკვეთს თავად არჩევთ, ერთადერთი მთავარი პირობა ისაა, რომ ვარჯიშამდე თქვენი ორგანიზმი გამოღვიძებული იყოს. მაგ: თუ დილით 7-ზე იღვიძებთ, სასურველია ვარჯიში 9 სთ-ზე დაიწყოთ.

 

 

2. რა უნდა მიირთვათ ვარჯიშამდე

 

ჯანსაღი ცხოვრების წესი კვების სწორი რაციონის გარდა, ვარჯიშამდე სწორად კვებასაც გულისხმობს. სპორტდარბაზში წასვლამდე სასურველია მსუბუქი საკვები საათნახევრით – ორი საათით ადრე მიირთვათ (მაგ: წიწიბურა, ქათმის მკერდი, ბოსტნეული).

 

 

3. უნდა დალიოთ თუ არა წყალი ვარჯიშის დროს?

 

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ორგანიზმის 75% წყლისგან შედგება, იმისათვის, რომ ვარჯიშის დროს დეჰიდრატაცია არ განიცადოს, მას პერმანენტულად უნდა მივაწოდოთ სითხე. არსებობს საზოგადოებაში მოარული აზრი, თითქოს, თუ წყალს არ დალევთ სწრაფად გახდებით, ეს, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა, არაფრის დიდებით არ თქვათ წყალზე უარი.

 

 

4. რამდენი საათი შეგიძლიათ ივარჯიშოთ

 

დამწყებთათთვის კვირაში 3 დღე, სავარჯიშოდ კი 45 წუთია რეკომენდებული, გამოცდილებასთან ერთად დროსაც თანდათან გაზრდით საათნახევრამდე.

 

 

5. რა ხდება არასწორი ვარჯიშის დროს?

 

სავარჯიშო დარბაზში მისვლისთანავე ეცადეთ ინსტურქტორისგან ზუსტად გაარკვიოთ როგორ სრულდება თითოეული ვარჯიში, რათა თავიდან აიცილოთ ორგანიზმის გადატვირთვა, ტრამვა და კუნთების არასწორი განვითარება.

 

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 753 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 26 2020