ამ გვერდის ამობედვა

7-დღიანი დიეტა - წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ნარჩენებისგან და წონაში გაკლებინებს 10 კილოგრამს

დიეტას უცხოელი სპეციალისტები სთავაზობენ დაინტერესებულ საზოგადოებას და დამაჯერებლად მიუთითებენ იმ შედეგებზე, რისთვისაც იღწვის თითოეული ამ დიეტის დაცვით დაინტერესებული ადამიანი - წერს "dailymail".შვიდ დღიანი დიეტა უპირველეს ყოვლისა წმენდს ორგანიზმს ზედმეტი ნარჩენებისგან და წონაში გაკლებინებს 10 კილოგრამს.რას გვირჩევენ ბრიტანეთის ცნობილი დიეტოლოგები? როგორ უნდა დავიცვათ დიეტა?

 

1) პირველ დღეს ვსვამთ დიდი რაოდენობით სასმელს ( მნიშვნელობა არა აქვს, რისი წვენი იქნება, თუნდაც ბულიონი მივირთვათ ).

2 ) მეორე დღე ეკუთვნის ბოსტნეულს, რომელსაც მივირთმევთ სალათების სახით და ნებისმიერი რაოდენობით, სასურველია ბოსტნეულში ჩავრთოთ კომბოსტო, რომელიც მოგეხსენებათ შლის ცხიმებს.

3 ) მესამე დღეს გავიმეორებთ იმას, რაც მივირთვით პირველ დღეს, ანუ ნებისმიერი სახის სასმელი დიდი რაოდენობით.

4 ) მეოთხე დღეს რაციონში ვრთავთ ხილს ნებისმიერი ოდენობით ( გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისებისა: ბანანი, ბროწეული, ხურმა, კარალიოკი, ლეღვი და თუთა), აქვე სასურველია თუ გავითვალისწინებთ ცხიმისმწველი გრეიფრუტის შეძლებამდე მირთმევას..

5 ) მეხუთე დღე ეკუთვნის ცილოვან პროდუქტებს, როგორიცაა კვერცხი - ოღონდ მოხარშული, ქათმის ფილე მოხარშული და დასაშვებია იოგურტი.

image

6 ) მეექვსე დღეს კვლავ ვიმეორებთ პირველი და მესამე დღის მენიუს - ანუ სითხეები რაც შეიძლება დიდი ოდენობით + უშაქრო ყავა და უშაქრო ჩაი.

7 ) მეშვიდე დღეს უკვე შეგვიძლია სამჯერ მივირთვათ. მათ შორის: საუზმეზე ჩაი უშაქრო, მოხარშული კვერცხი.

ლანჩზე - ხილი ნებისმიერი დასახელების.

სადილზე - ბულიონი ბრინჯით ან ბოსტნეულით მომზადებული.

სამხარზე ხილი.

ვახშამზე - კი სალათა მარილითა და ზეთით.

გარდა ამისა, იმავე სპეციალისტების მითითებით სასურველია ზემოთ გაწერილ 7 დღეზე თუ ჩავრთავთ მწვანე ჩაის დღეში თუნდაც ორ - სამ ფინჯანს. ყველასთვის ცნობილია, რომ მწვანე ჩაი ხელს უწყობს ცხიმების დაშლას.

აი, ეს არის 7 დღიანი დიეტა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია წონაში 10 კილოგრამის დაკლება.

image

წყარო: intermedia.ge

წაკითხვა 2337 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 19 2018