7 ხილი, რომელიც იდეალური კანის შექმნაში დაგეხმარებათ

ალბათ არ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ საკვები, რომელსაც იღებთ სარკესავით აირეკლება თქვენს გარეგნობაზე.

წაიკითხეთ იმ 7 ხილის შესახებ, რომელთა კვების რაციონში დამატებით, შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ კანის მდგომარეობა.

 

1. მანგო

 

გემრიელი და წვნიანი მანგო, არის საოცარი საკვები თქვენი კანისთვის. შეიცავს A, C, E და K ვიტამინებს, ბეტა კაროტინს, ფლავონოიდებს, პოლიფენოლებსა და ქსანთოფილს. ნაყოფი განსაკუთრებით ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა ყაბზობა. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები და იცავს კანს დნმ-ის დაზიანებისგან. მანგოს სამკურნალო თვისებების გამო, მას წარმატებულად იყენებენ კოსმეტიკური პრეპარატების შემადგენლობაში.

 

როგორ ვაქციოთ მანგო თავის მოვლის რუტინის ნაწილად?

  1. გაიკეთეთ ნიღაბი: გახეხილი მანგო სახეზე წაისვით, 10 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  2. მოამზადეთ შეიქი: ბლენდერში ათქვიფეთ მანგო იუგურტთან ერთად და მიირთვით საუზმეზე.
  3. თუ მშრალი კანი გაქვთ, ბლენდერის გამოყენებით შეურიეთ ერთმანეთს მანგო, იუგურტი და თაფლი. მიღებული მასა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. თუ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი გაქვთ, შეურიეთ ერთმანეთს ლიმონის წვენი, ვარდის წყალი და მანგო. მიღებული მასა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

 

2. საზამთრო

 

საზამთრო ნამდვილი მისწრებაა თქვენი კანისთვის. თუ აკნე და გამონაყარი გაწუხებთ, გაქვთ მგრძნობიარე კანი, ზაფხულში გსურთ კანის გაუწყლოებისგან დაცვა, საზამთრო არასდროს გაგიცრუებთ იმედებს. ის 92% წყლისგან შედგება, რაც იდეალურია თქვენი კანის მავნე ტოქსინებისგან გასანთავისუფლებლად. შეიცავს A, B1, B6 და C ვიტამინებს, უხვი რაოდენობით ლიკოპენს, ფლავონოლს და კაროტინოიდს.

 

როგორ ვაქციოთ საზამთრო თავის მოვლის რუტინის ნაწილად?

  1. როდესაც სეზონი ხელს გიწყობთ, ყოველდღიურად დალიეთ საზამთროს წვენი.
  2. ასევე უხვად მიირთვით საზამთრო მთელი დღის მანძილზე.
  3. მოიმზადეთ საზამთროს სმუზი და შეიქები.

 

3. ფორთოხალი

 

ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება ისეთი, ვისაც ეს კაშკაშა და წვნიანი ხილი არ უყვარს. ციტრუსებში შემავალი ვიტამინი C ნამდვილი მისწრებაა თქვენი კანისთვის. ფორთოხალი სასარგებლოა ულტრაიისფერი სხივებისა და ოქსიდაციის შედეგად მიღებული დაზიანებების პრევენციისთვის. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ამცირებს კანის გაღიზიანებას. გეხმარებათ კოლაგენის სინთეზირებაში და ხელს უშლის დნმ-ის დაზიანებას.

 

როგორ ვაქციოთ ფორთოხალი თავის მოვლის რუტინის ნაწილად?

  1. ყოველდღე მიირთვით ერთი ან ნახევარი ფორთოხალი.
  2. დალიეთ ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი.
  3. დაუმატეთ ფორთოხლის ნაჭრები სალათებსა და დესერტებს.
  4. პიგმენტაციის მოსაშორებლად და კანის გამოსაცოცხლებლად, წაისვით ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი სახეზე.

 

4. ბროწეული

 

ბროწეული შეუდარებელი ხილია სახის კანის გასაბრწყინებლად. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები სახის კანს აშორებენ პიგმენტაციას და იცავენ მას UV-A და UV-B დაზიანებისგან. ბროწეული ასევე შეიცავს C და K ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს და ფოსფორს.

 

როგორ ვაქციოთ ბროწეული თავის მოვლის რუტინის ნაწილად?

  1. დუმატეთ ახლადგამოწურული ბროწეულის წვენი ჰერკულესის ან სხვა საუზმის ფაფებს.
  2. დალიეთ ახლადგამოწურული წვენი.
  3. დაუმატეთ ბროწეული სალათებსა და დესერტებს.
  4. წაისვით ცოტაოდენი ბროწეულის წვენი სახეზე, შედეგად მოვარდისფრო მბზინვარებას მიიღებთ.

 

5. ვაშლი

7 ხილი

 

ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი გამოყენების მქონე ხილია, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ კულინარიაში. გაჯერებულია A და C ვიტამინებით, კალციუმით, მაგნიუმითა და კალიუმით, მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ვაშლი საუკეთესო არჩევანია სუსხიან ზამთარში, ჯანსაღი სახის კანის შესანარჩუნებლად.

 

როგორ ვაქციოთ ვაშლი თავის მოვლის რუტინის ნაწილად?

  1. აუცილებლად მიირთვით დღეში 1 ცალი ვაშლი.
  2. დაუმატეთ ვაშლის ნაჭრები სალათებს, პასტას, დესერტებს და სხვა.
  3. გაიკეთეთ ნიღაბი: კანის გამოსაცოცხლებლად, წაისვით სახეზე გახეხილი ვაშლი, გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. გაიკეთეთ ნიღაბი: თუ მშრალი კანი გაქვთ, ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ვაშლისა და თაფლის ნაზავი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

 

6. ბანანი

7 ხილი

 

ვაშლის მსგავსად, ბანანი ისეთი ხილია, რომელსაც ყველა სეზონზე უხვად შეხვდებით. ენერგიის ზრდასთან ერთად, ბანანს სამკურნალო თვისებები გააჩნია. ბანანის ქერქსაც კი შეუძლია თქვენი კანი ჯიუტი აკნესა და გამონაყარისგან იხსნას. ხილი მდიდარია A, C, E და K ვიტამინებით. ამასთან ერთად, ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, მაგნიუმს, კალიუმს და კალციუმს. გააჩნია ანტიოქსიდანტის თვისებები და კანის შესანიშნავი დამატენიანებელია.

 

როგორ ვაქციოთ ბანანი თავის მოვლის რუტინის ნაწილად?

  1. ყოველ დილით, საუზმეზე მიირთვით ბანანი. შეგიძლიათ შეურიოთ ჰერკულესის ან სხვა ფაფებს.
  2. დაუმატეთ ბანანი თქვენ საყვარელ დესერტებს: ნაყინი, ნამცხვარი, სმუზი, შეიქი.
  3. გაიკეთეთ ნიღაბი: დაჭყლიტეთ ბანანი და მიღებული მასა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი წამიერად დაარბილებს თქვენი სახის კანს.

 

7. კივი

7 ხილი

 

კივი კანისთვის საოცარ ხილად ითვლება. ის ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზირებას, დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც კანის დნმ-ს იცავს დაზიანებისგან. ჯადოსნური მწვანე ხილი, ნაოჭებთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.

 

როგორ ვაქციოთ კივი თავის მოვლის რუტინის ნაწილად?

  1. ყოველ დილით, საუზმეზე მიირთვით ერთი კივი.
  2. ბლენდერის გამოყენებით, შეურიეთ ერთმანეთს კივი და იუგურტი და მოამზადეთ გემრიელი სმუზი.
  3. დაუმატეთ კივი თქვენ საყვარელ დესერტებს: ნაყინი, შეიქი, ნამცხვარი, ხილის სალათი.
  4. გაიკეთეთ ნიღაბი: იმისათვის რომ გადაღლილი სახე სწრაფად გამოაცოცხლოთ, დაჭყლიტეთ კივი და მიღებული მასა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  5. გაიკეთეთ ნიღაბი: თუ გსურთ სახის დატენიანება და გამოცოცხლება, დაჭყლეტილ კივის დაუმატეთ მწიკვი კურკუმა და მიღებული მასა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

 

იკვებეთ ჯანსაღად, რაც მალევე აისახება თქვენს სხეულზე. თუ გსურთ ლამაზი და უპრობლემო კანი გქონდეთ, აუცილებლად ჩართეთ ხილი ყოველდღიური კვების რაციონში.

 

*სანამ მასალაში მოცემულ ნიღბებს სახეზე დაიტანთ, დარწმუნდით, რომ არ ხართ ალერგიული რეცეპტში მოცემულ ხილზე ან/და სხვა პროდუქტებზე.

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 1151 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.