ამ გვერდის ამობედვა

ქართველმა ხელოვანებმა ინტერაქტიული საფლავის ქვა შექმნეს

ქართველმა ხელოვანებმა, ზურა ჯიშკარიანმა და სანდრო ასათიანმა შექმნეს პროექტი, რომლის მიზანიც, როგორც თავად ამბობენ, „ინფორმაციული უკვდავების“ მიღწევაა. 
 
ესაა სენსორული მოწყობილობა, რომელიც შემდეგნაირად მუშაობს, - როცა საფლავის ქვას ადამიანი უახლოვდება, ირთვება ქვაზე განთავსებული სენსორები, სადაც გარდაცვლილი ადამიანის მოგონებები, - ტექსტი, აუდიო, ვიდეომასალა ინახება. 
 
„ამ მომენტისთვის, ეს უფრო არტპროექტია. ეს არაა ბიზნესი, რომლითაც ვცდილობთ სასაფლაოების შეცვლას. ესაა მცდელობა, რომ გადავიაზროთ, რა არის სიკვდილი. ჩვენ ცხოვრებაში ვაგროვებთ უამრავ ინფორმაციას, რომელიც სიკვდილის შემდეგ ქრება. ჩვენ თუ ამ ინფორმაციას მოვაგროვებთ, როცა ადამიანი ცოცხალი აღარ იქნება, ჩვენ მაინც შეგვეძლება ინტერაქცია იმასთან, რაც დარჩა მისი ცხოვრებიდან“ - ამბობს სანდრო ასათიანი.
imedinews.ge
წაკითხვა 894 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 07 2018

სიახლეები