ამ გვერდის ამობედვა

უცხოპლანეტელები ჩვენ შორისაც არიან - რას ამბობენ NASA-ს კვლევით ცენტრში

რამდენიმე დღის წინ NASA-ს ეიმსის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა სილვანო კოლომბანომ განაცხადა, რომ შესაძლოა, უცხოპლანეტელები ჩვენ შორისაც არიან, თუმცა, ისინი არ გვგვანან. ამიტომ მათი შემჩნევა ამ დრომდე შეუძლებელია.



კოლომბანო არ გამორიცხავს, რომ უცხოპლანეტელების სხეულის სტრუქტურა ნახშირბადზე არ იყოს დაფუძნებული და ისინი სუპერინტელექტალური პაწაწინა არსებები იყვნენ, რომელთა აღმოსაჩენად დიდი ფინანსური და ტექნიკური რესურსია საჭირო. 

მართალია, NASA ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომლებშიც უცხოპლანეტელების სავარაუდო არსებობაზეა საუბარი, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ თუკი ნასა მართლა აღმოაჩენს უცნაურ ცოცხალ არსებებს, ამის შესახებ ინფორმაციას გაასაიდუმლოებს.

palitravideo.ge
წაკითხვა 1049 ჯერ

სიახლეები