როგორ აღნიშნავენ ევროპის დიდი ქალაქები შობას

როგორი შეიძლება იყოს საოცნებო საშობაო არდადეგები? იქნებ ისეთი რომანტიკული კომედიის მსგავსი, როგორიცაა მაგალითად The Holiday, ან Love Actually?

 

ამ ფილმების გმირებს განსაკუთრებული შობა აქვთ, იმიტომ, რომ წელიწადში ერთხელ სხვა ყველაფერს ივიწყებენ და საკუთარ თავს დაუვიწყარ არდადეგებს ჩუქნიან.

სხვა ქვეყანაში წლის ამ ჯადოსნურ დროს მოხვედრა შეიძლება თქვენი ცხოვრების საუკეთესო მოგონებად იქცეს. იქნებ სწორედ ეს გინდათ? მით უმეტეს, რომ მოგზაურობა უვიზო რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო გამარტივდა. ევროპის დიდ ქალაქებში კი, შესაძლოა თქვენთვის საოცნებო ატმოსფერო გელოდეთ.
 
გთავაზობთ იმ ქალაქებს, სადაც ახალი წელი ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

ავსტრია / ვენა

 
1543757482
თუ ხალხმრავალი შობა გსურთ, ავსტრიის დედაქალაქი თავისი თვალისმომჭრელი საშობაო დეკორაციებით სასურველ განწყობას შეგიქმნით. აქ დაგხვდებათ ყინულის მოედანი, 20-მდე საახალწლო ბაზრობა, ატრაქციონები და გემრიელი კერძები. ზამთრის ღამეების სურნელოვანი სანთლების გარემოცვაში გასატარებლად კი, საშობაო ბაზრობიდან შეგიძლიათ ხელს ფერადი სანთლები გამოაყოლოთ.

გერმანია / ბერლინი

pic2

ბერლინი სავსეა საშობაო ბაზრობებით, სადაც უამრავ ლამაზ სუვენირს იპოვნით. ასევე, შეგიძლიათ წახვიდეთ საციგურაოდ, ან იქირაოთ ციგა და პარკში ბორცვებიდან დაეშვათ, საღამოს კი საშობაო ფილმების ფესტივალს დაესწროთ.

გლინტვეინიც ნუ დაგავიწყდებათ, რათა სუსხს არომატულად შეებრძოლოთ.

 

ავსტრია / ვენა

 

1543828419

რომ იცოდეთ, საშობაო არდადეგების გასატარებლად რიგა 2018 წლის ყველაზე ხელისაწვდომ ქალაქად დასახელდა. ამას გარდა, საშობაოდ მორთული ქალაქი სავსეა ბაზრობებით, სადაც უამრავი საინტერესო აქტივობა შეიძლება აღმოაჩინოთ.

უნგრეთი / ბუდაპეშტი

1543830127

ბუდაპეშტს საშობაოდ ერთი განსაკუთრებული ტრადიცია აქვს — საშობაო ტრამვაები. დეკორაციებითა და 40 ათასამდე საშობაო ნათურით მორთული ტრამვაი დეკემბერსა და იანვარში უნგრეთის დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მარშტუტით დადის და 11 ადგილას ჩერდება.

ჩეხეთი / პრაღა

1543757308

ჩეხეთის დედაქალაქის ისეთი პოპულარული წერტილები, როგორიცაა ასტრონომიული საათი, წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი და კარლის ხიდი, მორთულობებითა და სპეციალური სიახლეებით საშობაო განწყობას შეგიქმნით. საშობაო ბაზრობების გარდა, შეგიძლიათ ადგილობრივი გემრიელობებიც გასინჯოთ, მაგალითად ტრდელნიკი და მოხარშული ღვინო.

on.ge

 
წაკითხვა 2017 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.