ამ გვერდის ამობედვა

როგორ ვიკვებოთ ზამთარში, რომ წონაში არ მოვიმატოთ - ენდოკრინოლოგის შერჩეული რაციონი

ზამ­თარ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის კვე­ბი­თი რე­ჟი­მი და რა­ცი­ო­ნი სხვა სე­ზო­ნებ­თან შე­და­რე­ბით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და სწო­რედ ამი­ტო­მაც ხდე­ბა უმე­ტე­სად ზამ­თარ­ში წო­ნის მა­ტე­ბა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.

 

ზამ­თრის პე­რი­ო­დი სა­შო­ბაო მარ­ხვა­საც იტევს და შე­სა­ბა­მი­სად კვე­ბა აქაც სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა გა­კონ­ტროლ­დეს.

კვე­ბის რა რე­ჟი­მი უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ, რა პრო­დუქ­ტე­ბი მი­ვი­ღოთ, რომ ჩვე­ნი რა­ცი­ო­ნი და­ვა­ბა­ლან­სოთ, ამა­ზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ჩვენს ორ­გა­ნიზმს ყვე­ლა სე­ზონ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კვე­ბა აქვს. ზამ­თრის სე­ზო­ნი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა რო­გორც ზა­ფხუ­ლის, ასე­ვე შე­მოდ­გო­მის სე­ზო­ნის­გან, რად­გა­ნაც ისი­ნი უფრო დატ­ვირ­თუ­ლია ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით, ვიდ­რე ზამ­თა­რი. წინა სე­ზო­ნის კვე­ბი­დან იმ მი­ნე­რა­ლებს და ვი­ტა­მი­ნებს ვი­ღებთ, რაც შემ­დე­გი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნიზ­მმა უნდა

 

გა­მო­ი­ყე­ნოს. ზამ­თარ­ში ინ­ფექ­ცი­ე­ბის, ვირუ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კიც არ­სე­ბობს, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვე­ბა გვჭირ­დე­ბა - რა­ცი­ონ­ში ხილი და ბოსტნე­უ­ლი მე­ტად უნდა ჩავ­რთოთ. იმის­თვის, რომ გარ­კვე­უ­ლი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი ჰქონ­დეს ორ­გა­ნიზმს, უნდა მი­ვი­ღოთ C ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ციტ­რუ­სე­ბი, რი­თიც ზამ­თარ­ში საკ­მა­ოდ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­რიც, ამ მხრივ, ძა­ლი­ან მდი­და­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ბოსტნე­ულს, ორ­გა­ნიზმს სე­რი­ო­ზუ­ლად იცავს, იგი­ვე - ბრო­კო­ლი, კომ­ბოს­ტო, სტა­ფი­ლო, რი­თიც ასე­ვე მდი­და­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ზა­რი... ზამ­თრის სე­ზონ­ზე გარ­კვე­უ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის მა­ტე­ბა ხდე­ბა, გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხულ­ში კი - დაკ­ლე­ბა.

- ზამ­თარ­ში წო­ნის მა­ტე­ბას მარ­თლაც ბევ­რი უჩი­ვის...

- დიახ და ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უმე­ტე­სად ბურ­ღუ­ლე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან, რად­გა­ნაც გა­და­დი­ან ნახ­შირ­წყლებ­ზე, კარ­ტო­ფილ­ზე, პუ­რე­ულ­ზე. ამ პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას უმე­ტე­სად ჩვე­ნი უდ­რო­ო­ბა იწ­ვევს, ვიდ­რე ვთქვათ, ცო­ცხა­ლი სა­ლა­თე­ბის, წვნი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ხილი რო­გორც და­ნაყ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ ჰყოფ­ნით, რა დრო­საც სა­ხა­მე­ბე­ლი - ცო­მე­უ­ლი, კარ­ტო­ფი­ლი ბევ­რად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი საკ­ვებ-პრო­დუქ­ტე­ბი - ხილი და ბოსტნე­უ­ლი, მათი გა­მო­ყე­ნე­ბაც იწ­ვევს აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას, წო­ნის მა­ტე­ბას, რად­გა­ნაც მას­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არის შა­ქა­რი, მა­რი­ლი და ცხი­მი...

- ე.ი. სა­ზამ­თროდ შე­ნა­ხუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი წო­ნის მა­ტე­ბის­თვის ერთ-ერთი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია.

- დიახ... იმი­სათ­ვის, რომ თან ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ორ­გა­ნიზ­მი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბი­სად­მი მდგრა­დი გავ­ხა­დოთ, გარ­და ამი­სა, ეს პრობ­ლე­მა წო­ნა­ზე არ აი­სა­ხოს, უმ­ჯო­ბე­სია, ის პრო­დუქ­ტე­ბი მი­ვი­ღოთ, რაც ამ სე­ზონ­ზე გვაქვს. ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან გვა­ნე­ბივ­რებს ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბით და სე­ზო­ნუ­რად გვაქვს ის ხილი და ბოსტნე­უ­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ ჩვე­ნი რა­ცი­ონ­ში ამ პრო­დუქ­ტებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, მით უმე­ტეს, ვი­ცით, რომ მთე­ლი ზამ­თრის პე­რი­ო­დი, 7 იან­ვრამ­დე შო­ბის მარ­ხვა­საც მო­ი­ცავს. ამ დროს ხორ­ცის და რძის პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მმარ­ხვე­ლე­ბის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია, თუმ­ცა ეს ერ­თგვა­რი გან­ტვირ­თვაც არის. ამას­თან, ამ ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბა უკვე მზა­დე­ბაა გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის, რომ ორ­გა­ნიზ­მი ზა­ფხუ­ლის სე­ზონს მი­ნე­რა­ლე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­და­რი შეხ­ვდეს.

- მოკ­ლედ, ზამ­თრის კვე­ბა­ში ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცია ციტ­რუ­სის, კომ­ბოს­ტოს და სტა­ფი­ლოს ჩარ­თვაა, რომ რო­გორც ყვე­ლა სე­ზონ­ზე, ზამ­თარ­შიც შე­ზღუ­დუ­ლი იყოს ცო­მე­უ­ლი და კარ­ტო­ფი­ლი.

- დიახ, რათა არ მოხ­დეს წო­ნის მა­ტე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ცდეთ ათას­გვარ ინ­ფექ­ცი­ას.

- იქ­ნებ მკი­თხველს სა­ზამ­თროდ შე­სა­ბა­მი­სი დი­ე­ტა შევ­თა­ვა­ზოთ?

- იმის­თვის, რომ დი­ლით მზად ვი­ყოთ გა­რეთ გა­სას­ვლე­ლად, ვირუ­სე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ სტა­ფი­ლოს და ვაშ­ლის ფრეშს მი­ვი­ღებთ და მას­ში ცო­ტა­თი ციტ­რუს­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ცოტა ფორ­თო­ხალს, ან მან­და­რინს, ლი­მონს და­ვა­მა­ტებთ - მშვე­ნი­ე­რი კოქ­ტე­ი­ლი გა­მო­ვა და ენერ­გი­ის წყა­როც იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ა, ხილ­ში ნახ­შირ­წყლე­ბი შე­დის და ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც აქვს. დილა შეგ­ვიძ­ლია და­ვი­წყოთ ბურ­ღუ­ლე­უ­ლით (ჰერ­კუ­ლე­სით, ან წი­წი­ბუ­რით, ოღონდ, რძის პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად). ლან­ჩის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ რო­გორც ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი, და­მა­ტე­ბად ხილი. სა­დილ­ზე, არა მარ­ხვის პი­რო­ბებ­ში, სა­სურ­ვე­ლია მი­ვი­ღოთ ხორ­ცი ან თევ­ზი, ასე­ვე წვნი­ა­ნი, ე.წ. ბორშჩი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა - კომ­ბოს­ტო, სტა­ფი­ლო ჭარ­ხა­ლი და ბევ­რი მწვა­ნი­ლი. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უმ­ჯო­ბე­სია, თუ ხილს არ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, თუმ­ცა ციტ­რუ­სი მისი ნახ­შირ­წყლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­საშ­ვე­ბია, კარ­გია, თუ ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი იქ­ნე­ბა და სა­ღა­მოს კვე­ბა მსუ­ბუ­ქი რძის პრო­დუქ­ტე­ბით შე­ივ­სე­ბა, ხოლო მარ­ხვის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა ბოსტნე­უ­ლი მოვ­თუ­შოთ, რომ კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი ცო­ცხა­ლი ბოსტნე­უ­ლით არ გა­დავ­ტვირ­თოთ. აქვე წყალს და სი­თხეს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ზამ­თრის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ჩაის სა­ხით ხი­ლის მი­ღე­ბა, ასე­ვე მწვა­ნე ჩაი, გვი­რი­ლის, გვი­რი­ლას ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტე­ბიც გა­აჩ­ნია.

- ყა­ვა­ზეც შევ­ჩერ­დეთ. რო­გორც ვი­ცით, ის ორ­გა­ნიზ­მი­დან კალ­ცი­უმს გა­მო­დევ­ნის. რა დო­ზით უნდა მი­ვი­ღოთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, კალ­ცი­უ­მის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნას ორი­ვე (ნა­ლე­ქი­ა­ნი, უნა­ლე­ქო) ყავა იწ­ვევს, ამი­ტომ, გარ­კვე­უ­ლი დო­ზი­რე­ბაა სა­ჭი­რო და დღე­ში 2 ფინ­ჯა­ნია და­საშ­ვე­ბი. უბ­რა­ლოდ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რო­დე­საც ყა­ვას მი­ვირ­თმევთ, ის რძის პრო­დუქტთან ერ­თად მი­ვი­ღოთ, რათა ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მის ათ­ვი­სე­ბა მოხ­დეს. თა­ვად ყავა და მას­ში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვე­ბით, ყა­ვას ან­ტი­კარ­ცე­რო­გე­ნუ­ლი, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი აქვს და ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის წვა­საც 30 პრო­ცენ­ტით აუმ­ჯო­ბე­სებს. თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, დილა მხო­ლოდ ყა­ვით არ და­ვი­წყოთ, ყა­ვას­თან რა­ი­მეს და­მა­ტე­ბაა სა­ჭი­რო.

ambebi.ge
წაკითხვა 1095 ჯერ

სიახლეები