ამ გვერდის ამობედვა

პარასკევს, ღამით, დედამიწელები 2018 წლის ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას ნახავენ

ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას „გემინიდას“ დედამიწის მოსახლეობა პარასკევს ღამით დაინახავს. მთელი ჩრდილოეთის ნახევარსფეროში, თუ ამინდი იქნება შესაბამისი, შესაძლებელი იქნება მეტეორიტებზე დაკვირვება, რომლებიც საშუალოდ 120 კმ/სთ სიჩქარით „ჩამოვარდება“.

 

გემინიდას მეტეორის წვიმა წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ლამაზი „ვარსკვლავთცვენაა“. ამ წლის მეტეორის წვიმის მიზეზი დედამიწის მიერ ასტეროიდი ფაეტონის გზის ნაკვალევზე გავლაა. მატერიის ნაწილები, რომელსაც გზაში ტოვებს მეტეორიტი, დედამიწის ატმოსფეროში შემოვა.

ობსერვატორიაში imedinews-ს აცნობეს, რომ მეტეორის წვიმა საქართველოშიც გამოჩნდება, განსაკუთრებით ქალაქებისგან მოშორებულ ადგილას.

imedinews.ge

წაკითხვა 904 ჯერ

სიახლეები