"გიჟივით ბედნიერი ვარ" -ქართველმა ასტროფოტოგრაფმა მეტეორების წვიმა გადაიღო

ას­ტრო­ფო­ტოგ­რა­ფი ბექა მა­მუ­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნის ამ­სახ­ველ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის გა­და­ღე­ბის პა­ტი­ვიც თა­ვად ერგო:

 

"(ხვა­ლამ­დე ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვით­მენ, არ და­მე­ძი­ნე­ბა, ეს რომ არ დავ­დო):

დღეს და ხვალ არის ჯე­მი­ნი­დე­ბის მე­ტე­ო­რი­ტუ­ლი წვი­მა, ამი­ტომ ჯეო-ას­ტრო წა­ვე­დით ამ ყვე­ლაფ­რის აღ­სა­ბეჭ­დად. არ წაგ­ვი­ღია ღრმა კოს­მო­სის გა­და­სა­ღე­ბი ტექ­ნი­კა, ამინდს პირი არ უჩან­და, მხო­ლოდ 1-2 სა­ა­თი­ა­ნი ფან­ჯა­რა იყო პროგ­ნოზ­ში და არ გავ­რის­კეთ ამ­დე­ნი რა­ღა­ცის თრე­ვა.

ყვე­ლამ ჩვენ-ჩვე­ნი კა­მე­რა წა­ვი­ღეთ და ცის ყვე­ლა რე­გი­ო­ნის­კენ გვქონ­და მიშ­ვე­რი­ლი: ერთი ტბის ანა­რეკლს იღებ­და, მე­ო­რეს ლე­გოს Wall-E ჰყავ­და წა­მოყ­ვა­ნი­ლი და იმას აპო­ზი­ო­რებ­და ა.შ.

მე რა­ტომ­ღაც ორი­ო­ნის გა­და­ღე­ბა მო­ვინ­დო­მე. და­ვა­მაგ­რე 135 მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი ლინ­ზა, მაგ­რამ ტრე­კე­რის გა­რე­შე (რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ბრუნ­ვას აკომ­პენ­სი­რებს და ხან­გრძლი­ვი და­ყოვ­ნე­ბი­სას კად­რი არ გე­დღაბ­ნე­ბა) არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დო­და, ამი­ტომ მი­ვა­მაგ­რე ტრე­კერ­ზე ჩემი კა­მე­რა და სა­ტეს­ტო კად­რი გა­და­ვი­ღე ორი­ო­ნის. სამ­წუ­ხა­როდ, კადრში ვერ მოხ­ვდა ორი­ო­ნი, მაგ­რამ კი­დეს­თან რა­ღა­ცა უც­ნა­უ­რი, მომ­წვა­ნო ნა­თე­ბა შე­ნიშ­ნა David-მა.

უცებ წა­მო­იყ­ვი­რა: „ეე­ე­ე­ე­ეე, მემ­გო­ნი კო­მე­ტა­აა!“

დავ­ზუ­მეთ და რას ვხე­დავთ! ის მარ­თლაც კო­მე­ტა C/2017 O1 ASAS-SN-ია, რო­მე­ლიც, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა კადრში. 2 მი­ლი­ო­ნი სი­ნათ­ლის წლით და­შო­რე­ბუ­ლი მე­ზო­ბე­ლი გა­ლაქ­ტი­კა გა­და­მი­ღია, ვარ­სკვლავთგრო­ვა პლე­ა­დე­ბი, ორი­ო­ნი, ირ­მის ნახ­ტო­მის პე­ი­ზა­ჟი, მაგ­რამ კო­მე­ტა არც არას­დროს გა­და­მი­ღია და არც თვა­ლით მი­ნა­ხავს. და­ვი­კი­დე მე­ტე­ო­რე­ბის წვი­მა, კი­დევ იქ­ნე­ბა-მეთ­ქი და გა­ვაგ­რძე­ლე ამ ლა­მა­ზი ბურ­თის პო­ზი­რე­ბა.

და ჰოი, სა­ოც­რე­ბავ, ორი ერ­თში! კო­მე­ტა, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ჯე­მი­ნი­დის მე­ტე­ორ­მა გა­და­სე­რა შუ­ა­ზე, თან, ერთხელ კი არა, ორ­ჯერ ზე­დი­ზედ. 6 კაცი ვი­ყა­ვით და არც ერთი არ ვუ­ჯე­რებ­დით თვა­ლებს, რომ ეს მარ­თლა მოხ­და. არ ვიცი, რა ალ­ბა­თო­ბა იყო იმი­სა, რომ კო­მე­ტას­თან მე­ტე­ორს ორ­ჯერ ჩა­ეფ­რი­ნა, მაგ­რამ ფაქ­ტია, ეს უიშ­ვი­ა­თე­სი ალ­ბა­თო­ბა მე მერ­გო სულ რა­ღაც 5 წუ­თის შუ­ა­ლედ­ში.

გი­ჟი­ვით ბედ­ნი­ე­რი ვარ", - წერს ბექა მა­მუ­კაშ­ვი­ლი.

წაკითხვა 1133 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.