ამ გვერდის ამობედვა

"მთელი ოჯახი გაანადგურე" - კაცს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი­სა და მისი დე­დის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

 

 

49 წლის ხა­ო­ლა სა­ლი­მი და 22 წლის რა­ნიმ უდე­ჰი ინ­გლის­ში, სა­ლი­მის სახ­ლის წინ 27 აგ­ვის­ტოს მოკ­ლეს. უდე­ჰი 21 წლის ჯან­ბაზ ტა­რინ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ტა­რინს ავ­ღა­ნეთ­ში სხვა ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და, ქმარს და­შორ­და.

ჯან­ბა­ზი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უთ­ვალ­თვა­ლებ­და უდეჰ­სა და დე­და­მისს და რო­დე­საც მათ თავს და­ეს­ხა, სა­ლი­მი ტე­ლე­ფონ­ზე პო­ლი­ცი­ას ესა­უბ­რე­ბო­და. მკვლე­ლი მი­ი­მა­ლა, თუმ­ცა სამი დღის შემ­დეგ ტა­რი­ნი და­ა­კა­ვეს.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ჯან­ბაზ­მა მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა. მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

tarinkiller 2018 12 18 ZZUZ0W2ST0AU

სა­ლი­მის დამ, ნურ ნო­რის­მა სხდო­მა­ზე მკვლელს მი­მარ­თა:

„რო­დე­საც ჩემი და შვილს და­სა­ცა­ვად გა­და­ე­ფა­რა, მას დანა და­არ­ტყი, რა­ნი­მი კი ამ დროს ძირს ეგდო და ფე­ხით გე­ჭი­რა, ძირს და­ათ­რევ­დი. შენ მთე­ლი ოჯა­ხი გა­ა­ნად­გუ­რე“.

მო­სა­მარ­თლემ კი აღ­ნიშ­ნა, რომ მკვლე­ლი ამის შემ­დეგ კვლავ რა­ნიმს მი­უბ­რუნ­და, მკერ­დის არე­ში ორი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ეს იყო ორი და­უც­ვე­ლი ქა­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა.

ტა­რინ­მა და უდეჰ­მა ერ­თმა­ნე­თი კო­ლე­ჯში გა­იც­ნეს და 2016 წელს ის­ლა­მუ­რი ცე­რე­მო­ნი­ით და­ქორ­წინ­დნენ. მათ ქორ­წი­ნე­ბას დიდი ბრი­ტა­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ცნობ­და.

oudeh 2018 12 18 Fq3DlrfwfH28lm

უდეჰს წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან 2 წლის შვი­ლი ჰყავ­და, რა­ნი­მი და დე­და­მი­სი სი­რი­ა­ში და­ი­ბად­ნენ.

მას შემ­დეგ, რაც ქალ­მა შე­ი­ტყო, რომ მის ქმარს ავ­ღა­ნეთ­ში ცოლი და შვი­ლე­ბი ჰყავ­და, ტა­რი­ნი მი­ა­ტო­ვა. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში კი ჯან­ბაზ­მა ქალი და დე­და­მი­სი მოკ­ლა.

რა­ნიმ­ზე ტა­რი­ნი ერ­თად ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­შიც ძა­ლა­დობ­და ფი­ზი­კუ­რად, და­შო­რე­ბის შემ­დეგ კი მუ­ქა­რას აგ­რძე­ლებ­და. რა­ნიმ­მა თა­ვის და­სა­ცა­ვად პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გას­ცეს. მკვლე­ლო­ბის დღეს, თავ­დას­ხმამ­დე პო­ლი­ცი­ა­ში უდე­ჰის სამი ზარი შე­ვი­და.

რა­ნი­მის შვილ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა ახლა მის­მა დე­ი­დამ აიღო. ნო­რი­სის თქმით, და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი 6 თვე რა­ნი­მი სა­კუ­თარ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას მა­ლავ­და.

„ტა­რი­ნი ეუბ­ნე­ბო­და, რომ თუ ცოლი მი­ა­ტო­ვებ­და, მას და მისი ოჯა­ხის წევ­რებს და­ხო­ცავ­და. ერთ დღეს რა­ნიმ­მა მი­თხრა - „დე­ი­და, მგო­ნია, რომ ჩემი სი­ცო­ცხლე მალე დამ­თავ­რდე­ბა“ - იხ­სე­ნებს ნო­რი­სი.

მო­სა­მარ­თლე მოკ­ლულ უდეჰს ახა­სი­ა­თებს რო­გორც „გა­ნათ­ლე­ბულ, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქალს“, რო­მე­ლიც კო­ლე­ჯში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ზრუნ­ვას არ აკ­ლებ­და პა­ტა­რა შვილს, რო­მე­ლიც მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და.

მისი დედა კი, სა­ლი­მი, მო­სა­მარ­თლის თქმით, „შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქალი იყო, რო­მელ­საც კარ­გად იც­ნობ­და ყვე­ლა. ის მუდ­მი­ვად ეხ­მა­რე­ბო­და უსახ­ლკა­რო­ებს და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს“.

 

წაკითხვა 1142 ჯერ

სიახლეები